დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

  • 22 სექტემბერი 10:57, 2020 წელი

დღეს, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულია 3913 ადამიანი. დღეს კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ერთი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“, მეორე კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.


ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.