სასწორის სეზონი იწყება - რომელ ზოდიაქოს რა ელოდება ერთი თვის განმავლობაში

  • 22 სექტემბერი 12:51, 2020 წელი

დღეიდან შემდეგი ერთი თვის განმავლობაში მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადადის. როგორც იცით, სასწორს „ეშმაკის ადვოკატსაც" უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თვეში ჰარმონიულობა, სილამაზის აღქმის უნარი მოიმატებს. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში კი ეს თვისებები გააქტიურდება:

 

ვერძი


ქიმიური ბმები, ეროტიკა და ვნებები - სასწორი დაუჯერებლად ცხელ გარდამავალ სეზონს გპირდებათ. 


კურო

თანმიმდევრულობა სასწორის ოქროს წესია. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კომპრომისებზე წასვლა, მოლაპარაკებები და სხვების გაგება შედარებით მარტივი გახდება. შედეგად კი ფანტასტიკურ საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობებში გაებმებით.


ტყუპები

გახსენით გული, ტყუპებო! სასწორის სეზონი დაგეხმარებათ გახდეთ უფრო მეტად გულწრფელი. რა არის ის, რისი გაკეთებაც მართლა გინდათ? ბოლო თვეების განმავლობაში, რა იდეები გაწუხებთ ? განახორციელეთ ყველა გეგმა! ეს შესანიშნავი პერიოდია სიახლეებისთვის!


კირჩხიბი


ბედნიერი „შინ დაბრუნება“, კირჩხიბებო! სასწორის სეზონი გაგიჩენთ საოცარ სურვილს, ირგვლივ შემოიკრიბოთ ერთგული ადამიანები და დრო  გაატაროთ ისეთ ადგილებში, სადაც თავს ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნობთ. მოდუნდით და მიეცით თავს უფლება „სახლში ყოფნით“ დატკბეთ!


ლომი


სასწორის სეზონი საშუალებას გაძლევთ ნათლად იაზროვნოთ და საკუთარ სურვილებზე მარტივად ისაუბროთ. თანაც, უფრო ადვილად გაიგოთ, რას გრძნობენ სხვები. სასწორი ემოციურ ინტელექტს გაგიორმაგებთ, რომელიც შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ.


ქალწული


მომავალ შეხვედრამდე, ქალწულო! შენი სეზონი მთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი  ღირებულებებისა თუ ფინანსური სტრატეგიების შესაბამისად უნდა იმოქმედო. უნდა გააკეთო ის, რაც თავს უსაფრთხოდ და სტაბილურად გაგრძობინებს.


სასწორი


დაბადების დღეს გილოცავ, სასწორო! სამყაროს პრიორიტეტების სიაში შენი სურვილები პირველია. დროა იფიქრო იმაზე, თუ ვინ გინდა იყო და რისი გაკეთება გსურს! სამყარო სასწაულებს გპირდება!


მორიელი


დასვენების დროა, მორიელო! სამშაბათიდან მარტოობის, ბევრი ფიქრისა და ანალიზის დროა. სამყარო კი სწორი სიტყვებითა თუ მინიშნებებით, დახმარებას გპირდება. ამ პერიოდის განმავლობაში შენი აზრები, სურვილები, შეგონებები თუ რჩევები, ადრესატამდე უპრობლემოდ მიაღწევს.


მშვილდოსანი

დაგეგმე დიდი გასეირნება შენს მეგობრებთან ერთად. მშვილდოსნის მმართველი პლანეტა,  მერკური სულიერი ჩაღრმავების ეტაპზე გადადის. ყურადღება მიაქციე შენს ოცნებებს, გრძნობებს და თვალდახუჭული მიჰყევი ინტუიციას.


თხის რქა

სასწორის სეზონი შენს კარიერას ახალ (კარგ!) ადგილებში გადაისვრის. შენი კომპეტენცია აშკარაა, ახლა კი ხელშეკრულების გაფორმების დრო დადგა. შენი სიძლიერე, ჭკუა და უნარები არავისთვის დარჩება შეუმჩნეველი.


მერწყული

აენთე, მერწყულო! სასწორის სეზონი ონლაინ, აკადემიურ, პირად ან მოგზაურობასთან დაკავშირებულ სიახლეებს მოგიტანს. ეს ყველაფერი კი ხედვის გაფართოებაში დაგეხმარება.


თევზები

სასწორის სეზონის დასაწყისი ინტიმური ურთიერთობას, ერთგულებასა თუ  სექსუალობას სულ სხვა კუთხით დაგანახებს. ამ პერიოდში თქვენი „სიბრძნის ზონა“ განსაკუთრებით გააქტიურდება.