რა ვაკეთოთ შემოდგომაზე - 7 კრეატიული იდეა

  • 22 სექტემბერი 12:17, 2020 წელი

ის აქ არის.  წელიწადის  ზღაპრულმა დრომ კარი უკვე შემოაღო, თან შემოჰყვა ქარი და  არეული ამინდები.  სითბომ და სიგრილემ ჭიდილი უკვე დაიწყო. ჩვენც შეშინებულებმა, სუსხიანი ზამთრისთვის მზადება უკვე დავიწყეთ, თუმცა რა დროს ეგაა?!

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ შემოდგომაზე მოწყენილობისთვის ხართ განწირულნი, გადახედეთ ამ ბლოგს, მერე ჩანთა ჩაალაგეთ და მოემზადეთ თავგადასავლებისთვის: 


დაახარისხეთ ტანსაცმელი



დროა საზაფხულო ტანსაცმელი შეინახოთ და თბილი ტანისამოსი მოამზადოთ. ჰუდები, ჟაკეტი, ჭრელი წინდები, გრძელი კაბები, დიდი ქურთუკები შემოდგომის სეზონს განსაკუთრებულს გახდის.



მიიღეთ მაქსიმუმი საშემოდგომო მოსავლისგან


შეიძინეთ ბოსტნეული, ხილი, დაიწყეთ მზადება ზამთრისთვის „Winter is Coming“. მურაბები, ჯემი, ბოსტნეულის კონსერვები, ზამთრის პერიოდს ადვილად გადაგატანინებთ.



გაისეირნეთ ტყეში


გაისეირნეთ ან მოაწყვეთ პიკნიკი მზიან დღეებში. ტყეში შეგიძლიათ შეაგროვოთ ფერადი ფოთლები, გირჩები და ნაძვის პატარა ტოტები. ისინი აგრეთვე, გაგილამაზებენ სახლის ინტერიერს. თანაც ასეთ ადგილებში ულამაზესი ფოტოების გადაღება შეგიძლია.


 



 


შეავსეთ ჩაის კოლექცია



შეაგროვეთ სხვადასხვა შემთხვევისთვის - მცენარეული, არომატული და გემრიელი ჩაი. შემოდგომის სეზონი ცხელი ჩაისა და ღუნღულა პლედის გარეშე წარმოუდგენელია. 


 



 


 დაგეგმეთ შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად


ბუნებაში, მშვიდ გარემოში, კოცონის ირგვლივ მეგობრებთან ყოფნას რა ჯობია? სახალისო ისტორიები, თამაშები, სიმღერა ეს შემოდგომის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილია.


მზადება ჰელოვინისთვის


შემოდგომის ლეგენდები ჰელოვინის გარეშე ვის წარმოუდგენია? სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდების კოსტუმირებული საღამო საშიში ისტორიებით ჰელოვინის განუყოფელი ნაწილია. ასერომ დროა მოიფიქროთ ვის კოსტიუმს ჩაიცვამთ დღესასწაულზე და რა ისტორიას მოუყვებით მეგობრებს.


რთველი


ყურძნის დიდი მტევნები, „გოდრების“ ავსება ყურძნით, საწნახელში მიტანა, ყურძნის დაწურვა - ეს ღვინის დაყენების პროცესია. ეს პროცესი კი გართობისა და ქეიფის გარეშე წარმოუდგენელია. წალამი, შეშა, ცეცხლი, მწვადები, კახური შოთი, კიტრი-პომიდორი და ღვინო ეს იმ სუფრის სემადგენელი ნაწილია, რომელიც ღვინის დაწურვას თანსდევს. და აბა ვის უნდა ამ ამბის გამოტოვება? დროა სწორად დაგეგმოთ სოფელში რთველის გატარება.