4 შვილის დედა 70 მეტრის კლდიდან მანქანით გადახტა

  • georgians.gr
  • 22 სექტემბერი 12:10, 2020 წელი

30 წლის მეგი სტოიანოვას თვითმკვლელობამ საზოგადოება შეძრა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი, 4 შვილის დედა, ახაიაში ერთ-ერთი კლდიდან საკუთარი ავტომობილით კლდიდან გადახტა.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთით ადრე, მან მეუღლეს მისწერა შეტყობინება, სადაც ეწერა: „მე დავასრულე… აღარ შემიძლია… ბავშვებს გაუფრთხილდი“.  სწორედ ამის შემდეგ დიდი სიჩქარით გადაიჩეხა კლდეზე, რომლის სიმაღლე 70 მეტრია.


ირკვევა, რომ ამ დროს მისი მეუღლე სამსახურში იმყოფებოდა და ცოლის შეჩერება სცადა. მისწერა, რომ ეფიქრა ბავშვებზე და უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ ქალს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.


არსებული ცნობებით, სამაშველო სამსახური გამვლელმა მძღოლებმა გამოიძახეს და საბოლოოდ, 4 შვილის დედა კლდიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.


სრული ვერსიის ნახვა georgians.gr