ამბები

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ პრესკონფერენცია გაიმართა

ეკო ტატულაშვილი

12:21 შაბ. 23 აგვისტო

სერენადები

14
დაკოპირებულია

22 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ პრესკონფერენცია გაიმართა

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი მერაბ ქიძინიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო ლოსაბერიძე, ფესტივალის ,,ღამის სერენადები'' დირექტორი ნინა ცაგარელი, ფესტივალის ,,ღამის სერენადები '' სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, მარიო სტეფანო პიეტროდარკი ბანდონეონი იტალია, მორის შტეგერი ბლოკ ფლეიტა შვეიცარია, ნელო სალცა საყვირი იტალია, ფესტივალის საბაზო ორკესტრის ,,საქართველოს ვირტუოზები ''პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე.

ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფესტივალის წლევანდელ პროგრამასა და კონცერტებში მონაწილე შემსრულებლებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სოფო ხალვაში - ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე:

- ფესტივალს "ღამის სერენადები" განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბათუმის კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენს ქალაქს ყოველ წელს გამორჩეული მუსიკოსები სტუმრობენ. მოხარული ვარ რომ წელს მსმენელის წინაშე წარვსდგები დარამდენიმე კომპოზიციას შევასრულებ. წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ ამ არაჩვეულებრივ ფესტივალს.

გიორგი ისაკაძე - "ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელი:

- 20 აგვისტოს გახსნითი არაჩვეულებრივი გალაკონცერტის შემდეგ, რომელიც ქალაქ ბორჯომში გაიმართა, ფესტივალმა უკვე ქალაქ ბათუმში გადმოინაცვლა. დღეს დაუვიწყარი საღამო გველოდება, რომელიც მსოფლიო კინოს ლეგენდის ენიო მორიკონეს მუსიკალურ სამყაროში გვამოგზაურებს. კონცერტში "მორიკონე - კინოს ლეგენდა" მონაწილეობენ: პირველად საქართველოში ნელო სალცა (საყვირი, იტალია), მხოლოდ ერთი დაუვიწყარი კონცერტით, ცნობილი მესაყვირე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ენიო მორიკონესთან, დიდი მაესტროს უკვდავ მუსიკას თქვენთვის გააცოცხლებს და გიამბობთ მათი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და დაუვიწყარი თემების შექმნის ისტორიას, სოფო ხალვაში - ვოკალი, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი-ფორტეპიანო,საქართველო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“. საკონცერტო პროგრამაშია: ენიო მორიკონეს მუსიკა კინოფილმებისთვის: "ერთხელ ამერიკაში" (1984), "სიცილიური კლანი" (1969), "ეჭვგარეშე მყოფი მოქალაქის საქმის გამოძიება"(1970), "კალიფა"(1970), "მალენა"2000), "ერთხელ ველურ დასავლეთში"(1968), "ახალი კინოთეატრი პარადიზო"(1988), "ლეგენდა პიანისტზე" (1998).

მეორე კონცერტი"ვივალდის ციებ-ცხელება" ბათუმში 24 აგვისტოს გაიმართება. მსმენელის წინაშე წარსდგებიან: ბაროკოს მუსიკის ვარსკვლავები ანდრეს გაბეტა – ვიოლინო/დირიჟორი და მორის შტეგერი - ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია; ვირტუოზული შესრულებით, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“; სპეციალური მოწვევით - მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია. შესრულდება ანტონიო ვივალდის - ფლეიტის კონცერტი სოლ მინორი, RV439 „ღამე“; ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი, RV 428 „Il Gardellino“; ფლეიტის კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, RV 375; სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“; სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190; კონცერტი ლა მინორი, თხზ.3 №8, RV522.

დასკვნითი საღამო ბათუმში 26 გვისტოს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება კონცერტი სახელწოდებით "ტანგოს სული". დაუკრავენ მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია; თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო, საქართველო; კვინტეტი "საქართველოს ვირტუოზები" (პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე). საკონცერტო პროგრამაშია: ასტორ პიაცოლა - Le Grand Tango; Adios Nonino; მარტინ პალმერი - ოთხი სეზონი; რობერტო მოლინელი - ტრიპტიქი; იგორ სტრავინსკი - ტანგო; ანხელ ვილოლდო - El Choclo.

წლევანდელი ფესტივალი ოქტომბერში თბილისში დასრულდება.

ნინა ცაგარელი - ფესტივალის დირექტორი:

- უღრმესი მადლობა ჩვენს მსმენელს და მხარდამჭერებს საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, აჭარის კულტურის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩო საქართველოში. მასპინძელ სასტუმროებს: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი. ფესტივალის პარტნიორს: თბილისის ზაქარიაფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკოსკოლას "ნიჭიერთა ათწლედი".

ფესტივალის განმავლობაში გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.

ნელო სალცა - მესაყვირე:

- განსაკუთრებულად ველოდები დღევანდელ საღამოს და ქართველ მსმენელთან შეხვედრას. დღევანდელი კონცერტი დიდ მაესტროს ენიო მორიკონეს მიეძღვნება და მისი კინომუსიკით ისიამოვნებს მსმენელი. ჩემთვის დიდი პატივია ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალში მონაწილეობა.

მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონისტი:

- ჩემი მეორე სამშობლოა საქართველო. განსაკუთრებით ფესტივალი "ღამის სერენადები". 26 აგვისტოს შევხვდები მსმენელს ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე გამორჩეულ პიანისტთან თათა ლიჩელთან ერთად. დაუვიწყარი საღამო ელოდება მსმენელს, ასე რომ, არ გამოტოვოთ. შემდგომ უკვე 11 ოქტომბერს თბილისში შემხვდები მსმენელს საოცარი პროექტით "ასტორი".

მორის შტეგერი - ბლოკ-ფლეიტისტი:

- მსმენელს ანტონიო ვივალდის სამყაროში ვამოგზაურებ საოცარ მუსიკოს ანდრეს გაბეტასთან ერთად. მსმენელს შესანიშნავი საღამო ელოდება. ჩემთვის დიდი პატივია ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალში მონაწილეობა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.

ფესტივალის სპონსორი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან "ივ როშე", ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი "პიელ ნატურალსი", ღვინის კომპანია "პავილიონ ვაინსი", "პსპ", ავეჯის სახლი "ნიტა".

ფესტივალის პარტნიორი: თბილისის ზაქარიაფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკოსკოლა "ნიჭიერთა ათწლედი".

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია "რუსთავი 2", ტელეკომპანია "იმედი", "პოს ტვ", "ევრონიუს ჯორჯია", Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპ არტი", "პალიტრა მედია", საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ ტაიმი", "ჯორჯიან პრესი", ინგლისურენოვანი გაზეთი "Georgia Today", ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი "Messenger", ჟურნალი "სარკე", გაზეთი "აჭარა", ონლაინ მედია "აჭარა თაიმსი", რადიო "ფორტუნა" და ვებ პლატფორმა "ფორტუნა.ჯი".


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფესტივალი "ღამის სერენადები" 20 აგვ...

სერენადები

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

ლიანა ისაკაძის სახელობის
საერთაშორისო ფესტივალი
„ღამის სერენადები“

როგორ შევარჩიოთ საწოლი და მატრასი

მატრასის შერჩევა

როგორ შევძლოთ კომპანიის ეფექტიანი ფ...

კომპანია Loialte

PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული...

SugarBearPro

სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერ...

სიახლე PSP-ში -
ოლიგოთერაპიის ლიდერი
ფრანგული ბრენდი
„ლაბორატორია გრანიოს”
პროდუქტები უკვე
საქართველოშია

როგორ დავძლიოთ შფოთვა და დავიბრუნოთ...

შფოთვა

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმშ...

psp

შაკიკის მკურნალობის გზები

SmartPharm