პრიალა მინანქარი
14:17 ხუთ. 6 ნოემბერი
შოკოლადის მინანქრის რეცეპტი უამრავი არსებობს, თუმცა ჩვენი რეცეპტი იდეალურ შედეგს გლუკოზის სიროფისა და სხვა რთულად საშოვნელი ინგრედიენტების გარეშე მოგცემთ.
საჭირო პროდუქტი:
- შაქარი - 240 გრ. (ერთი ჭიქა ან 16 სუფრის კოვზი)
- წყალი - 80 გრ. (5-6 სუფრის კოვზი)
- კაკაო - 80 გრ. (8 სუფრის კოვზი, თავმოუდგმელი)
- ნაღები - 160 გრ. (სულ მცირე, 33% ცხიმიანობით)
- ჟელატინი - 14 გრ. (2 პაკეტი)
- ყინულიანი წყალი - 70 გ
მომზადების წესი:
1. ჟელატინი დაალბეთ ყინულიან წყალში.
2. 240 გრამი შაქრითა და 80 გრამი წყლით მოხარშეთ სიროფი.
3. სიროფს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი და კარგად მოურიეთ, განაგრძეთ ხარშვა, დაახლოებით, ერთი წუთის განმავლობაში — უნდა მიიღოთ მუქი ყავისფერი, ერთგვაროვანი კონსისტენცია.
4. ნაღები ცეცხლზე გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ, დაუმატეთ აფუებული ჟელატინი და კარგად მოურიეთ, რათა ჟელატინი გაიხსნას.
5. გამზადებული ორივე მასა (სიროფი კაკაოთი და ნაღები ჟელატინით) ბლენდერში აურიეთ და კარგად ათქვიფეთ.
6. მზა მინანქარს ცელოფნის ფირი მჭიდროდ დააფარეთ და მაცივარში რამდენიმე საათით შედგით.
7. მომზადებული მინანქარი 30°C-მდე გააცხელეთ და ნამცხვარს მოასხით.
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან