10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 შაბ. 9 აგვისტო

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენი გონება სავსეა ახალი იდეებით, მაგრამ ნუ ეცდებით ამ ქაოსის სწრაფად მოწესრიგებას და ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედეთ. ეს დღე ხელსაყრელია გაბედული ექსპერიმენტებისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის. საღამოს შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს გახსნის. მზად იყავით მოვლენების მოულოდნელი შემობრუნებისთვის.
კურო
ამ დღეს კომფორტის ზონიდან გასვლა მოგიწევთ, მაგრამ მართლაც მნიშვნელოვანი მიზნისთვის. ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას — დღეს ის თქვენი მთავარი მრჩეველია. ეცადეთ საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ - ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით.
ტყუპები
ნუ აჩქარდებით. დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება და არსებობს შეცდომის დაშვების რისკი. ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ და უცნობ ადამიანებთან საკუთარი გეგმები არ გაამხილოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ინიციატივის გამოჩენისა და თანამოაზრეების პოვნისთვის. გირჩევთ, საღამოს ხალხმრავალ წვეულებებს მოერიდოთ – გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ პროვოკაცია მოგიწყოთ და დაპირისპირებაში ჩაგითრიოთ.
კირჩხიბი
ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში მაქსიმალურად ბევრი საქმე მოასწროთ, რადგან მეორე ნახევარი რთული და დაძაბული იქნება. ამ დღეს კრიტიკის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხართ - ნებისმიერი ორაზროვანი ხუმრობა და მინიშნება თქვენს გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ სარგებელი შეიძლება უსიამოვნო შენიშვნებშიც იპოვოთ. პლანეტების განლაგება ძველი ჭრილობების შეხორცებას ხელს უწყობს — მთავარია, ახლობლებთან გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ.
ლომი
ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ, ამიტომაც სანამ რამეს იტყვით, კარგად უნდა დაფიქრდეთ. ვარსკვლავები გამძლეობის გამოცდას გიპირებენ, მაგრამ ეს დასჯა კი არა, გაძლიერების შესაძლებლობაა. მთავარია, საკუთარი თავისა და პრინციპების ერთგული იყოთ. გირჩევთ, საღამოს შემოქმედებითი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ - ეს შინაგან კმაყოფილებას და შთაგონებას მოგიტანთ.
ქალწული
ამ დღეს პლანეტები გირჩევენ, რომ ყურადღება ურთიერთობებზე გაამახვილოთ. შესაძლოა, წარსულიდან რომელიღაც ადამიანი ან სიტუაცია დაგიბრუნდეთ. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. უსმინეთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემო მყოფებს და გააზრებულად იმოქმედეთ. კარგი იქნება, თუ გამოცდილი ადამიანების რჩევებსაც გაითვალისწინებთ.
სასწორი
გარემოებებმა შეიძლება თქვენს სტრატეგიულ გეგმებს ხელი შეუშალოს, მაგრამ სანაცვლოდ რაღაც სარგებელი მიანიჭონ. დღე შესაფერისია საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად და ოჯახური კავშირების განსამტკიცებლად. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე ურთიერთობების გარკვევას მოანდომოთ, სადავო თემებს და დაპირისპირებებს უნდა მოერიდოთ. გირჩევთ, საკუთარი ცხოვრება უსარგებლო ნივთებისა და ადამიანებისგან გაათავისუფლოთ და სიახლეებისთვის მოემზადოთ.
მორიელი
თქვენი ინტუიცია იმდენად გამახვილებულია, რომ სხვისი თვალისთვის დაფარულს ხედავთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა რთული საკითხების გადასაჭრელად. საკუთარი ემოციების ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ არც ურთიერთობაში არსებული საზღვრების შესახებ დაივიწყოთ. საღამო კარგია განმარტოებისა და ფიქრისთვის.
მშვილდოსანი
ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში სიმშვიდე შეინარჩუნოთ — ეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობთან ურთიერთობაში, რომელიც თქვენი წონასწორობის დარღვევას ცდილობს. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი და საინტერესო იქნება — გაატარეთ ის მეგობრებთან ერთად. გულწრფელობა კარგია, მაგრამ იმაზეც უნდა იფიქროთ, რომ თქვენი პირდაპირობით ვინმეს გული არ ატკინოთ.
თხის რქა
ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში ბევრი სირთულე და შეფერხება გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ — ამით იმედგაცრუებას თავიდან აიცილებთ. შესაძლოა ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწიოთ, თუმცა ამჯერად მათთან გამკლავებას შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ საქმეებსა და ახლობლებთან ურთიერთობას. სასურველია, თქვენი მოზღვავებული ენერგია დაწყებული საქმის დასასრულებლად გამოიყენოთ.
მერწყული
შესაძლოა, საერთო საქმის წარმატებისთვის პირადი კომფორტის საზღვრებს გასცდეთ. ხელსაყრელი დღეა სიახლეებისა და სარისკო პროექტების განხორციელებისთვის, მაგრამ სახელმწიფო უწყებებთან კავშირს უნდა მოერიდოთ. ცდუნებას ებრძვით, რომ რაღაც გემრიელი, მაგრამ ჯანმრთელობისთვის საზიანო არ მიირთვათ. შეგიძლიათ დასვენების დღეს თავს ამის უფლება მისცეთ, მაგრამ ორშაბათიდან დიეტა უნდა დაიწყოთ.
თევზები
გირჩევთ, ეს დღე საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ! თუ შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, გამონახეთ დრო ქალაქგარეთ გასვლისა და დასვენებისთვის. ეს ძალების აღდგენისთვის გჭირდებათ, გახსოვდეთ, რომ გადაღლამ შეიძლება ბევრი უსიამოვნო პროცესი გამოიწვიოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან