14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
22:00 ოთხ. 13 აგვისტო

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს აზარტულობა ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ. ამასთან, სულაც არ არის საჭირო მეგობრებთან ნაძლევის ან ფსონის დადება. ვერძის აზარტი გამოიხატება, პირველ რიგში, მის მცდელობაში, რომ სხვას გაუსწროს ან სხვებზე უკეთ გააკეთოს. მეტოქეობა ვერძს ყველა სფეროში წააქეზებს, მის შედეგებს გააუმჯობესებს და შესაბამისად, პირველობის შანსებს გაუზრდის!
კურო
სხვისი საიდუმლოს გაგებას ნუ ეცდებით - დიდი ალბათობით, სწორი დასკვნების გამოსატანად საჭირო ფაქტების მოძიებას ვერ შეძლებთ და ამ სიტუაციამ შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ. დღეს ინტუიცია განსაკუთრებით გამახვილებული გაქვთ, რაც თქვენს თანდაყოლილ გამჭრიახობასთან ერთად, ძალიან დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.
ტყუპები
ამ დღეს შეგიძლიათ, რაღაც ახალი სცადოთ — იქნება ეს ახალი ცოდნის მიღება თუ სხვა. ასევე, საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი უნარები შემოქმედებაში წარმოაჩინოთ - თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, გირჩევთ გეგმები შეცვალოთ და საღამო მასთან ერთად გაატაროთ.
კირჩხიბი
ამ დღეს რუტინული საქმეების დაწყება და მათი ჩვეულ ტემპში შესრულება ძალიან გიჭირთ. ყველაფერი ყურადღებას გიფანტავთ - გარემო, მოვლენები და საკუთარმა ფიქრებიც კი. გაფანტულობის გამო, დაწყებული საქმეების დასრულებას ვერ ახერხებთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მცირე პაუზა აიღოთ და კარგად დაისვენოთ. საქმე მოიცდის - ახლა მთავარია, ძალები აღიდგინოთ,
ლომი
ამ დღეს ვარსკვლავები მთლიანად თქვენს მხარეს არიან, ასე რომ, სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. შესაძლებელია, სიყვარულში გაგიმართლოთ, ნანატრი თანხა ან სასიხარულო სიახლეები მიიღოთ. თუ აპირებთ დაიწყოთ საქმე, რომელიც ცოტაოდენ იღბალს საჭიროებს, დღევანდელზე უკეთეს დღეს ვერ იპოვით.
ქალწული
ამ დღეს თქვენი მოთმინების ფიალის ძალიან ადვილია! მოვლენები, რომლებსაც სხვა დღეს ყურადღებასაც არ მიაქცევდით, საშინლად გაგაღიზიანებთ. ეს განსაკუთრებით კრიტიკას (თუნდაც მეგობრულს) ეხება. ეცადეთ, თქვენი ემოციებით ვინმე უმიზეზოდ არ გაანაწყენოთ.
სასწორი
ამ დღეს თქვენს მოქმედებებს ისეთი არგუმენტები განსაზღვრავს, როგორიცაა „მინდა“ ან „არ მინდა“. დღის განმავლობაში სურვილები და მოულოდნელი იმპულსები ისე გმართავთ, რომ საკუთარ ნაბიჯებს თავადაც ვერ ხსნით! ემოციების გავლენით შეცდომები რომ არ დაუშვათ, ჯობია მეგობრებისა და ახლობლების გაფრთხილებებს მოუსმინოთ - გახსოვდეთ, რომ გვერდიდან ყველაფერი უკეთ ჩანს.
მორიელი
შეიძლება გარკვეულ მოვლენებს იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ, ვიდრე იმსახურებენ. დილიდან ცდილობთ, ბუზიდან სპილო შექმნათ და უმცირესი უსიამოვნება კატასტროფად შერაცხოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თუ თქვენს ძლიერ ემოციებს გააკონტროლებთ, ეს დღე თქვენთვის საინტერესო, და დასამახსოვრებელი გახდება.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ჰოროსკოპის გამორჩეული ნიშანია, რომელსაც შეუძლია, საჭირო ადამიანებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს! მოვლენების განვითარება დაგეხმარებათ, რომ უფროსობის, კოლეგების ან ახლობელი ადამიანის წინაშე თავი გამოიჩინოთ. ამისთვის საკმარისია, მუდმივად მოვლენების ცენტრში იყოთ და საკუთარი ნიჭისა და უნარების ჩვენებას არ მოერიდოთ.
თხის რქა
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ვიღაცამ იძულებით ინტრიგების მორევში ჩაგითრიოთ. შესაძლოა, რაღაცაში მონაწილეობა ან რაღაც ინფორმაციის სხვებისთვის გადაცემა გთხოვონ. ასეა თუ ისე, გარშემომყოფები საკუთარი მიზნების მისაღწევად თქვენით მანიპულირებას ეცდებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვისი საქმეებისგან თავი შორს დაიჭიროთ და რაც უფრო შორს, მით უკეთესია.
მერწყული
ამ დღეს ახალი ნაცნობობა, ფლირტი, უეცრად გაჩენილი გრძნობები და მოულოდნელი გადაწყვეტილებები გელით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ყურადღება არ მოადუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მორალურ ზღვარს გადააბიჯოთ, რისიც მომავალში ძალიან შეგრცხვებათ.
თევზები
ამ დღეს შეიძლება სიხარბეს ან შურს შეეჯახოთ. შესაძლოა, ეს გრძნობები თქვენ მიმართ გამოავლინონ ან თავად იგრძნოთ. დღემ რომ მშვიდად ჩაიაროს, ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ თქვენზე უზრუნველყოფილ ან წარმატებულ ადამიანებს. საკუთარი მიღწევებზე ხმამაღლა საუბარსაც არ გირჩევთ, რათა შემთხვევით გარშემომყოფთა ზედმეტი ინტერესი არ გამოიწვიოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან