დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 ხუთ. 14 აგვისტო

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს იუპიტერის გავლენა პროფესიულ სფეროში ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. იყავით გახსნილი ურთიერთობებისთვის, მაგრამ იმპულსურ ხარჯებს მოერიდეთ. ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი მოუსმინეთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. გირჩევთ პარტნიორს საკუთარი გეგმები გაუზიაროთ და მისი აზრი გაითვალისწინოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით - დღის მეორე ნახევარში. მოულოდნელი შეტყობინება ახალ პერსპექტივებს გაგიხსნათ.

კურო

ეს დღე პირადი და სულიერი ზრდისთვის იდეალური დროა. ეცადეთ, შემოქმედებითი პროექტებით დაკავდეთ და ახლობლების მიმართ მადლიერება გამოხატოთ. სამსახურში მოთმინება გამოიჩინეთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ სასურველია, რომ ფული უფრო გონივრულად ხარჯოთ. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.

ტყუპები

კოსმოსური ენერგია თქვენს კომუნიკაციურ უნარებს აძლიერებს. შესანიშნავი დღეა სოციალური ურთიერთობებისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ურთიერთობებში მნიშვნელოვანია გულწრფელი საუბრები. ყურადღება მიაქციეთ ძილს და ფიზიკურ აქტივობას. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელმა მოვლენებმა შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ ურთიერთობებს და ეცადეთ, მცირე უთანხმოება დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ინტუიცია პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ფინანსური მდგომარეობა ნერვიულობის მიზეზს არ გაძლევთ, თუმცა ძვირად ღირებული ნივთების შეძენას მაინც უნდა მოერიდოთ.

ლომი

ამ დღეს თქვენი ლიდერული თვისებებისა და შემოქმედებითი პოტენციალის დამსახურებით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. სამსახურში, ახალ პროექტებზე მუშაობის დროს წვრილმანებს ყურადღებით მოეკიდეთ. ფინანსურ სფეროში მოულოდნელი შესაძლებლობები გელით. ურთიერთობებში შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები. დაბალანსებული კვება და ვარჯიში სიცოცხლისუნარიანობას გაზრდის და ჯანმრთელობას გააუმჯობესებს.

ქალწული

ამ დღეს თქვენი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები მწვერვალს მიაღწევს. ზოგადად, იდეალური დროა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას საჭიროებს. სანამ შოპინგს დაგეგმავთ, ოჯახურ ბიუჯეტს გადახედეთ და მოსალოდნელი ხარჯები ოჯახის წევრებთან შეათანხმეთ. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი სტაბილურ მდგომარეობას უზრუნველყოფს.

სასწორი

ეს დღე ურთიერთობებში გაგებას და ჰარმონიას მოიტანს. დიპლომატიური უნარები საჭირო კავშირების დამყარებასა და განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსური ვალდებულებები ფრთხილად შეაფასოთ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.

მორიელი

სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ - კოლეგების რჩევამ შეიძლება, სარგებლის ნაცვლად, ზიანი მოგიტანოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ინვესტიციებში. თუ მეტს იაქტიურებთ თქვენს წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც დიდხანს დაკეტილი იყო. დღის მეორე ნახევარში სრულფასოვანი დასვენება სტრესთან ბრძოლაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ოპტიმიზმით სავსე ხართ. სამსახურში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ ზედმეტი ვალდებულებების აღებას და გარშემო მყოფებთან კამათს უნდა მოერიდოთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, უბრალოდ სახლში დარჩით. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ურთიერთობებში მნიშვნელოვანია გულწრფელი დიალოგი, ხოლო ახალი მოგზაურობამ შეიძლება კავშირები გააძლიეროს.

თხის რქა

გამძლეობა და სიმტკიცე პროფესიულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ეცადეთ მომავლისთვის ფინანსური სტრატეგია შეიმუშაოთ. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდნენ, ამიტომ, მიწვევაზე უარს ნუ იტყვით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულთან შეხვედრისას ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ.

მერწყული

ამ დღეს შემოქმედებითი იმპულსების მოზღვავებას იგრძნობთ და ეცადეთ ეს იმპულსები სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ. ყოველდღიური ამოცანებისთვის არასტანდარტული გადაწყვეტილებები ეძებეთ, მაგრამ ფინანსურ რისკებს უნდა მოერიდოთ. პირად ურთიერთობებში კომპრომისები ეძებეთ და საყვარელ ადამიანზე ზეწოლას მოერიდეთ.

თევზები

ამ დღეს ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ერთმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. გირჩევთ, ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც სწრაფ შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა გსურთ, 15 აგვისტო ამისთვის შესანიშნავი დროა, მთავარია ზომიერება დაიცვათ და ზედმეტის მიღება არ მოინდომოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge