10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
00:18

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენი საქმე სტაბილურად ვითარდება. ახლა მთავარია პარტნიორებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. საკუთარ მიღწევებზე საჯაროდ საუბარს მოერიდეთ — შურიანმა ადამიანებმა შეიძლება თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადონ. ეცადეთ საქმიანი უნარები ახალი კავშირების დამყარებისთვის გამოიყენოთ.
კურო
ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო დავალებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. სავარაუდოდ, პროფესიული ამოცანების გადაჭრას ადვილად შეძლებთ. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერში მხოლოდ უარყოფითს ხედავენ.
ტყუპები
მოზღვავებული ენერგია დაგეხმარებათ, რომ ყველა ამოცანა დაგეგმილ დროში შეასრულოთ. საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამან შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს. დღეს უარს ნუ იტყვით სტუმრად წასვლაზე — შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ლამაზ თავგადასავლად აქცევს.
კირჩხიბი
ამ დღეს შეგიძლიათ, სრულად გათავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან, რომელიც თქვენ გარშემო დაგროვდა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მატერიალური საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ და თქვენს შინაგან სამყაროს ჩაუღრმავდეთ. ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ, თავს დაუგეგმავი შესყიდვების უფლება მისცეთ.
ლომი
რთული დღეა. არსებობს ქვედა კიდურების ტრავმის ალბათობა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომლის შედეგები თქვენს მომავალზე აისახება. სუფთა ჰაერზე დასვენება სასარგებლო იქნება.
ქალწული
ქალწულებო, ახლა სწორედ ის დროა, როცა სახლში წესრიგზე უნდა იზრუნოთ და იმ ნივთებისგან გათავისუფლდეთ, რაც აღარ გჭირდებათ. სწავლის ან ინტელექტუალური შრომისთვის არახელსაყრელი დროა. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში ნაკლებად მომთხოვნი იყოთ და ნუ უკარნახებთ პარტნიორს, როგორ მოიქცეს.
სასწორი
ეს დღე გამარჯვების სიმბოლოა. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ადამიანებთან საერთო ენა იპოვოთ და მათი ინტერესები გაითვალისწინოთ — წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება როგორც მათთვის, ისე თქვენთვის გართულდება. უახლოეს პერიოდში ეცადეთ მშობლებთან მეტი დრო გაატაროთ — თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება მათაც სჭირდებათ.
მორიელი
მორიელებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალონ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ ოჯახის წევრებს და ახლობელ ადამიანებს უამბოთ - მათი რჩევები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. აგრძნობინეთ ახლობლებს, რომ ისინი გახსოვთ და გიყვართ. ბიზნესსაქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
მშვილდოსანი
პრობლემები გაიძულებთ, რომ საკუთარი პრინციპების ნაწილი დათმოთ. გირჩევთ წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, რომ მასისგან არ გამოირჩეოდეთ. უბრალოდ მოითმინეთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდით. ამ დღეს თქვენი იდეებით ყველაზე თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი დაინტერესდებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორთან შეთანხმება მოძებნოთ.
თხის რქა
ამ დღეს მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ უმჯობესია, ცხიმიანი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ. სასურველია, რომ რესტორნებში სიარული სხვა დროისთვის გადადოთ — არსებობს მოწამვლის რისკი. გირჩევთ, საოჯახო საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
მერწყული
მშვიდი და ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, დღის განმავლობაში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება მოგიწიოთ — პასუხისმგებლობით იმოქმედეთ და საჭიროების შემთხვევაში რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ. მეგობრებთან გატარებული დრო სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. საღამოს ხმაურიან წვეულებაზე გართობა სტრესისა და ნეგატიური ემოციებისგან გაგათავისუფლებთ.
თევზები
დღეს თქვენთვის ნებისმიერი სახის ურთიერთობა რთული იქნება, განსაკუთრებით — საწინააღმდეგო სქესთან. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს სასიამოვნო დასვენება ელის, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. ახლა თქვენთვის მხარდაჭერა ჩვეულებრივზე მეტად მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან