დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 ორშ. 7 ივლისი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობაში წონასწორობა შეინარჩუნოთ — ნუ ეცდებით ზეწოლა მოახდინოთ, მაგრამ ნურც გაუბედავი იქნებით. სახლში მოსალოდნელია უთანხმოება ოჯახის წევრებთან, ამიტომ გირჩევთ საღამო სახლის გარეთ გაატაროთ და უსიამოვნო საუბარი თავიდან აიცილოთ. ამ დღეს თქვენი ენერგია და აქტიურობა ფიზიკური აქტივობისკენ უნდა მიმართოთ. სასურველია, რომ სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ.

კურო

ამ დღეს წვეტიან და ბასრ საგნებთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ბიზნესში სირთულეები და დაბრკოლებები გელით, თუმცა ეცადეთ, ნეგატიურ გრძნობებს არ აჰყვეთ. უსიამოვნო ადამიანებთან დიპლომატიურად მოქცევა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ეს დღე იდეალურია სპორტისა და ფიზიკური აქტივობისთვის. მარტოხელა კუროებს ამ დღეს სასიამოვნო პაემნები ელით.

ტყუპი

ტყუპებო, ეცადეთ დაწყებული საქმეები დაასრულოთ და წარსულის ვალები დახუროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსურ მაქინაციებში და სარისკო ღონისძიებებში მონაწილეობას მოერიდოთ. სამსახურში მოსაწყენ და ერთფეროვან გარემოსთან შეგუება მოგიწევთ, თუმცა, მოულოდნელად „მეორე სუნთქვაც“ გაგეხსნებათ და ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ. რატომაც არა? მთავარია, რომ ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს კირჩხიბები შრომისმოყვარეობისა და მონდომებისთვის დიდი ხნის ნანატრ ჯილდოს და აღიარებას მიიღებენ. პროფესიულ საქმიანობაში შეცდომების ან არასწორი გათვლების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ საკუთარი გადაწყვეტილებები კოლეგებთან და პარტნიორებთან შეათანხმოთ. წინ გელით მარტივი საქმეები, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვენ, თუმცა უმჯობესია, ყველაფერი ერთდროულად არ გააკეთოთ.

ლომი

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. თამამად თქვით უარი შემოთავაზებებზე — ისინი პრობლემების გარდა არაფერს მოგიტანთ.

ქალწული

სარისკო, გაუმართლებელი შეცდომებითაა სავსე დღეა. მოერიდეთ ავტომობილის სწრაფად მართვასა და ნუ ჩაერთვებით კოლეგის წინააღმდეგ დაგეგმილ ინტრიგაში. ზოგადად, დღეს არაფრის დაგეგმვა არ ღირს, რადგან ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ. ნუ მოგატყუებთ მოჩვენებითი სიმშვიდე თქვენს გარშემო. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ.

სასწორი

სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან ან კოლეგებთან შეხვედრა გელით. ეცადეთ, წარსული უთანხმოებები და დაძაბული ურთიერთობები აღარ გაიხსენოთ და განწყობა არ გაიფუჭოთ. თუ სიზმარში ციფრები ან ვარსკვლავები დაგესიზმრათ, ეს მოულოდნელ ამბებს მოასწავებს. ეცადეთ თქვენი პროფესიული დონე ახალი უნარებით გააუმჯობესოთ - ეს მალე კარიერული წინსვლისთვის დაგჭირდებათ.

მორიელი

ამ დღეს მცირედ ძალისხმევას თუ გამოიჩენთ, შეიძლება ისეთ შედეგებს მიაღწიოთ, რომლებიც ადრე მხოლოდ ოცნებობდით. მოერიდეთ ირგვლივ მყოფი ადამიანების დაუსაბუთებელ კრიტიკას და უმიზეზოდ გული არავის ატკინოთ. პირად ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ, ამიტომ შეგიძლიათ თავისუფალი დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმოთ — დაკავდით ცეკვით, იოგით ან აერობიკით. დროა თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იფიქროთ, მით უმეტეს, რომ ახლა მეტი თავისუფალი დრო გაქვთ.

მშვილდოსანი

შესაძლებელია, ამ დღეს ზედმეტი თავდაჯერება პრობლემად იქცეს — არსებობს რისკი, რომ ახლობლებთან ურთიერთობა დააზიანოთ ან პროფესიულ საკითხებში შეცდომა დაუშვათ. ავადმყოფობამ ან ტრავმამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ბიზნესში დასაქმებული მშვილდოსნები დიდ სირთულეებს გადააწყდებიან. თქვენი წარმატება დამოკიდებული იქნება გვერდით მომუშავე ადამიანების შესაძლებლობაზე, იპოვონ გამოსავალი რთული მდგომარეობიდან.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი მიმზიდველობა და სექსუალურობა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ორივე მხარისთვის სასიამოვნო იქნება. ეცადეთ საკუთარ სიტყვებს და მოქმედებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. იზრუნეთ საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე — შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები გამწვავდეს.

მერწყული

ამ დღეს დაბალი ენერგეტიკული ფონი შრომის ნაყოფიერებაზე გავლენას მოახდენს. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები კოლეგებთან და პარტნიორებთან, ამიტომ გირჩევთ დღის განრიგი წინასწარ დაგეგმოთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება, თუმცა პირველივე შეცდომას სასჯელი მოჰყვება, რაც თქვენს ავტორიტეტს დააზიანებს.

თევზები

ამ დღეს ინტუიცია განსაკუთრებულად გამახვილებული გექნებათ, რაც გარშემომყოფებთან კომუნიკაციასა და პრობლემების სწრაფად მოგვარებაში დაეხმარებათ. ეს დღე შესაფერისია საყვარელ ადამიანთან ღრმა, გულწრფელი საუბრისთვის, ურთიერთობის განმტკიცებისა და სამომავლო მიზნების ჩამოყალიბებისთვის.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge