იცით თუ არა

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივობა ქორწინებამდე პარტნიორების რაოდენობაზეა დამოკიდებული

fun time

16:00 კვი. 22 დეკემბერი, 2024 წელი

ქორწინების ხანგრძლივობა

14
დაკოპირებულია

იმის მიუხედავად, რომ დღეს ქალწულობა გათხოვების აუცილებელ პირობას აღარ წარმოადგენს, მამაკაცებს მაინც ურჩევნიათ, რომ ქალმა მორცხვად უპასუხოს - „შენ პირველი ხარ, ძვირფასო“. ასეთი პასუხი მამაკაცს თავდაჯერებას მატებს  და იმის რწმენას უქმნის, რომ მეორე ნახევარი არასოდეს უღალატებს... 

 

მეცნიერებმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, მართლა ასეა თუ არა. აშშ-ის იუტას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქორწინებამდე ქალის პარტნიორების რაოდენობასა და განქორწინების ალბათობას შორის კავშირი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ყველაფერი ისე არაა, როგორც სავარაუდოდ, იფიქრეთ.

როგორც აღმოჩნდა, განქორწინების ყველაზე მაღალი ალბათობა იმ ქალებს აქვთ, რომლებსაც ქორწინებამდე მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავდათ.

იუტას უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა ნიკოლას ვოლფინგერმა 10000 ქალის გამოკითხვის შემდეგ შექმნა გრაფიკი, სადაც X არის პარტნიორების რაოდენობა, ხოლო Y არის განქორწინებების რიცხვი.

ცხრილი ასე გამოიყურება:

  • 1 პარტნიორი - 30%
  • 2 პარტნიორი - 14%
  • 3 პარტნიორი - 11%
  • 4-5 პარტნიორი - 18%
  • 6-9 პარტნიორი - 14%
  • 10 პარტნიორიდან და ზემოთ - 18%

სამწუხაროდ, მეცნიერებს ეს ფენომენი ჯერჯერობით არ ამოუხსნიათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი