იცით თუ არა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდესაც თქვა, რომ „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“?

fun time

16:56 სამ. 26 ნოემბერი, 2024 წელი

დეციმუს იუნიუს იუვენალი

14
დაკოპირებულია

ეს სიტყვები I საუკუნის მიწურულსა და II საუკუნის დასაწყისში მცხოვრებ რომაელ სატირიკოსს და პოეტს, დეციმუს იუნიუს იუვენალს ეკუთვნის, თუმცა ის რასაც პოეტი გულისხმობდა, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც ზემოხსენებული სიტყვების წარმოთქმისას თანამედროვე ადამიანი გულისხმობს. 

დავიწყოთ იმით, რომ ზოგადი კონტექსტიდან ამოღებული ციტატები ხშირად აზრს ამახინჯებს, რისი დასტურიც ეს მაგალითია.

საკმარისია იუვენალის წიგნი „სატირი“ მოვიძიოთ და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატა მის სრულ ვერსიას შევადაროთ, რომ ნათელი გახდება - იუვენალისი სრულიად სხვა რამეს გულისხმობდა.

რომაელი პოეტის სიტყვები დედანში ასე ჟღერს: orandum est ut sit mens sana in corpore sano, რაც ასე ითარგმნება: უნდა ვილოცოთ, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონება (სული) იყოს.

პოეტი თავისი ლექსით მიმართავს მათ, ვინც სხეულზე ზედმეტად ზრუნავს და სულიერ განვითარებას ივიწყებს.

იუვენალის დროს რომში ბევრი ასეთი ადამიანი ცხოვრობდა. მორალური თვალსაზრისით, უძველესი იმპერია დღითი დღე იხრწნებოდა, ამიტომ მოაზროვნე და სატირიკოსი თავის თანამედროვეებს აკრიტიკებდა და ახსენებდა, რომ სხეულზე ზრუნვას და ფიზიკურს ვარჯიშს თან უნდა ახლდეს სულიერი განვითარება, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. იუვენალისი ადამიანებს მოუწოდებს, რომ სულიერი ცხოვრებით საიქიო ცხოვრებისთვის მოემზადონ, რადგან მიწიერი ცხოვრება მარადიული არ არის.

***

პოეტი-სატირიკოსი დეციმუს იუნიუს იუვენალი 60-140 წლებში ცხოვრობდა. მისი სამშობლოა ქალაქი აქვინუმი. ყმაწვილობისას გადასახლდა რომში; შეისწავლა რიტორიკა, დომიციანეს დროს დაიწყო სატირული ლექსების წერა. ალბათ, იგივე დომიციანეს ბრძანებით (წყაროებში ყველაფერი ნათლად არა ჩანს) იუვენალი იმპერატორის ფავორიტის, პანტომიმ პარისის დაცინვისთვის რომიდან გაძევებული იქნა ზემო ეგვიპტესა თუ ბრიტანეთში. სიცოცხლე დაასრულა იქვე, გადასახლებაში, 80 წლის ასაკში. ჩვენამდე მოაღწია იუვენალის 16 სატირამ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა