როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს სიცოცხლისთვის?
16:19 ხუთ. 28 ნოემბერი, 2024 წელი
კლიმატის ცვლილებებისა და მოსავლის შემცირების გამო მსოფლიოში სურსათი სულ უფრო ძვირდება, სასურსათო უსაფრთხოება კი ყოველი ქვეყნისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი ფაქტორი ნიადაგია. ნიადაგის გამოფიტვა და დეგრადაცია ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა, ამიტომ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, მომავლის კლიმატური პირობების კომპიუტერული მოდელირება ჩაატარა და არც თუ ისე ოპტიმისტური შედეგი მიიღო.
Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, 250 მილიონი წლის შემდეგ დედამიწის ყველა კონტინენტი ერთ სუპერკონტინენტად - პანგეა ულტიმად გაერთიანდება.
იმ დროისთვის პლანეტის კლიმატი მკვეთრად შეიცვლება. სუპერკონტინენტი შექმნის ძალიან არახელსაყრელ გარემოს ძუძუმწოვრების, მათ შორის, ადამიანებისთვის.
პანგეა ულტიმას უმეტეს ნაწილზე ჰაერის ტემპერატურა 40-50 გრადუსს, ზოგიერთ რეგიონში კი 70 გრადუსს მიაღწევს. მიზეზი ისაა, რომ გაერთიანებული კონტინენტის ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ოკეანეებისგან შორს იქნება. ამასთან, მზის სიკაშკაშე 2,5%-ით გაიზრდება და ბოლოს, გაიზრდება ვულკანური აქტივობაც, რაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციას გაზრდის.
მიწის ზედაპირის მხოლოდ 8-16% იქნება შესაფერისი ძუძუმწოვრების არსებობისთვის. ეს, ძირითადად, სანაპირო და პოლარული მიწებია. სუპერკონტინენტის შიდა რეგიონებში კი უსიცოცხლო, ექსტრემალური ტემპერატურის მქონე უდაბნოები წარმოიქმნება.
თუ კაცობრიობა ამ დრომდე მიაღწევს, ადამიანებს ახალ პირობებთან ადაპტირება ან დედამიწის გარეთ საცხოვრებლად ახალი ადგილის ძებნა მოუწევთ.
***
ებრაელმა მეცნიერებმა მზის სხივების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს
რატომ მოჰყვება შიმშილობა დედამიწაზე ფუტკრის გაქრობას?
დედამიწაზე შეიძლება ახალი ოკეანე წარმოიქმნას, რომელიც აფრიკის ნაწილს „ჩაყლაპავს“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან