იცით თუ არა

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვისებები

fun time

18:24 პარ. 3 იანვარი

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

14
დაკოპირებულია

დანიურ სამეცნიერო ჟურნალში Scandinavian Journal of Public Health-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დაკონსერვებული თევზი სასარგებლო თვისებებით და კვებითი ღირებულებით ახალ თევზს არ ჩამოუვარდება, ვინაიდან კონსერვაციის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია ყველა სასარგებლო ნივთიერების, მათ შორის ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების 90%-მდე შენარჩუნება.

კვლევის თანახმად, დაკონსერვებულ თევზს უნიკალური შემადგენლობა აქვს. ის მდიდარია ადვილად მოსანელებელი ცილებით, D და B ვიტამინებით და ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი და თუთია.

თუნდაც დაკონსერვებული თინუსის ღვიძლი რად ღირს, რომელიც ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. ეს ნივთიერებები აუცილებელია ძვლების, გულ-სისხლძარღვთა და იმუნური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ექიმები აღნიშნავენ, რომ დაკონსერვებული თინუსი განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტია სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ორგანიზმი თინუსის ცილას თითქმის მთლიანად (95%-მდე) ითვისებს, რაც ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალების აღდგენის იდეალური წყაროა.

მეცნიერები აღნიშნავენ, თევზი დაკონსერვების დროს ინარჩუნებს ფოსფორს, რომელიც ძლიერი კბილებისა და ძვლების შენარჩუნებაში ეხმარება, B ვიტამინს, რომელიც აძლიერებს ნერვულ სისტემას, ომეგა 3-ს , რომელიც ხელს უწყობს "ცუდი" ქოლესტერინის შემცირებას და გულსა და სისხლძარღვებს იცავს.

დანიელი მეცნიერები გვთავაზობენ, დაკონსერვებული თევზის მიმართ დამოკიდებულება შევცვალოთ, რადგან ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების წყაროა.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ აიკრძალა თევზის ქონი საბჭოთა კავშირში?

თევზის „უხა“ - ძალიან სასარგებლო წვნიანი

სასარგებლოა თუ არა ღორის ხორცი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი