იცით თუ არა

რა მოხდება, თუკი კატა „ულვაშს დაკარგავს“?

fun time

14:26 ოთხ. 21 აგვისტო

რა მოხდება, თუკი კატა
„ულვაშს დაკარგავს“?

14
დაკოპირებულია

იმას, რასაც ჩვენ კატის ულვაშს ვუწოდებთ, სინამდვილეში ვიბრისები ჰქვია, რაც ლათინური სიტყვა "vibrio"-გან მომდინარეობს. ვიბრისები გრძნობის ორგანოებია, რომლებიც გარემოს უმცირეს რხევებსაც კი აღიქვამენ. გამოდის, რომ კატის ულვაში მარტო „სამკაული“ არ არის და გაცილებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 

კატამ ვიბრისები შეიძლება დაკარგოს გარეშე ავადმყოფობის, მიკროელემენტების ნაკლებობის ან ცნობისმოყვარეობის გამოც კი, თუ ცეცხლს ძალიან მიუახლოვდა, მაგრამ ვიბრისების დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაინც ბავშვებია.

სწორედ პატარა „სტილისტები“ აჭრიან კატებს და კნუტებს ულვაშებს და ხანგრძლივი ტანჯვისთვს იმეტებენ.

დიახ, ვიბრისების გარეშე დარჩენილი ფისო ფიზიკურად ძალიან იტანჯება. მას აღარ შეუძლია ღამით სიარული, რადგან გამუდმებით სხვადასხვა ნივთს ეჯახება. ზოგი გამართულად სიარულსაც ვეღარ ახერხებს და ისე ირწევა, თითქოს ქარიშხალია და გემზე იმყოფება.

ვიბრისების გარეშე დარჩენილი კატა სრულიად დეზორიენტირებულია. ის ვერ ხვდება, რა მოხდა, ამიტომ დაბნეული და შეშინებული კუთხეში იმალება.

თუ კატას მზრუნველი პატრონი ჰყავს, ის აუცილებლად შენიშნავს ცხოველის ქცევაში ცვლილებებს, თუმცა კატა აღარც მას ენდობა - როცა ყველაზე ძვირფასს წაგართმევენ, რომელ ნდობაზეა საუბარი?

ახალი ვიბრისები გაიზრდება თუ არა?

რა თქმა უნდა, ძველ ულვაშებს ახლები შეცვლის, მაგრამ თანდათანობით მოხდება და არა ერთ დღეში.

ეს უხეში თმა ისეთი მარტივი აგებულების არ არის, როგორც ჩვეულებრივი თმა, ამიტომ მის აღდგენას რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დრო დასჭირდება.

ამის შემდეგ, ყველაფერი კატის ასაკზე და ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, ამიტომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, თავიდანვე გაუფრთხილდით კატის ულვაშს!

ესეც საინტერესოა:

რისთვის სჭირდება კატას ულვაში?

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ აღმერთებენ სტამბოლელები კატებს?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?

ვინ აკრძალა ინდურ ფილმებში კოცნა? -...

ფილმი „ბობი“

რას ნიშნავს ნიანგის ცრემლები და როგ...

რას ნიშნავს ნიანგის
ცრემლები

მამაკაცის ფიზიოგნომიკა - როგორ ამოვ...

მამაკაცის ფიზიოგნომიკა

გავიალი - ნიანგის ერთადერთი სახეობა...

გავიალი - ნიანგის
ერთადერთი სახეობა,
რომელიც ადამიანს არ ერჩის

წინასწარმეტყველური სიზმრები - ვინ,...

საინტერესო ფაქტები
სიზმრის შესახებ