იცით თუ არა

როგორ მოვიქცეთ თუ სარკე გაგვიტყდა

fun time

13:57 ხუთ. 6 აპრილი, 2023 წელი

როგორ მოვიქცეთ თუ სარკე
გაგვიტყდა

14
დაკოპირებულია

1240 წლის შემდეგ, როდესაც ევროპაში მინის ჭურჭლის დამზადება ისწავლეს, სარკე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მანამ, სანამ გატყდება... 

რას ნიშნავს გატეხილი სარკე ხალხური რწმენის თანახმად?

სარკე სახლში არსებულ ნეგატიურ ენერგიას აგროვებს და მხოლოდ მაშინ ტყდება, როცა ზღვარი გადაჭარბებულია.

სარკის ნამსხვრევების შიშველი ხელით აღება არ შეიძლება - ხელის გაჭრის გარდა, შეიძლება უარყოფითი ენერგიაც აითვისოთ.

სარკის ნამსხვრევებში არ უნდა ჩაიხედოთ, რათა უბედურება არ მიიზიდოთ. უმჯობესია ნამსხვრევებს მუქი ქსოვილით დააფაროთ და მასთან ერთად გაიტანოთ სახლიდან.

სარკის დამსხვრევის უარყოფითი შედეგების განეიტრალება მარცხენა მხარს უკან მარილის გადაყრით შეიძლება.

სარკის გადაგდება - რა ვუყოთ ნამსხვრევებს?

ხალხური რწმენის თანახმად, სარკის ნამსხვრევები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიტანოთ სახლიდან და მიწაში ღრმად ჩაფლათ, საიდანაც ზიანს ვერ მოგაყენებენ.

თუ მიწაში დამარხვას ვერ ახერხებთ, დამცავი სათვალე და ხელთათმანები გაიკეთეთ, სარკის ნამსხვრევები სქელ პარკში ფრთხილად ჩაყარეთ და მძიმე ჩაქუჩით მტვერივით დაფშვენით. ამის შემდეგ სარკის მტვერი ქარს უნდა გაატანოთ. ფრთხილად იყავით, რომ მტვერი თვალებში არ ჩაგივარდეთ და დაგაზიანოთ.

დაბოლოს, გამდინარე წყლით და სუფთა ტილოთი გაწმინდეთ ადგილი, სადაც სარკის ნამსხვრევები ეყარა. ეს სახლიდან უარყოფითი ენერგიის გატანაში დაგეხმარებათ.

ეზოტერიკოსები გვირჩევენ, რომ უბრალო წყლის ნაცვლად, ნაკურთხი წყალი გამოვიყენოთ და გატეხილი სარკის ადგილზე სანთელი დავანთოთ. რატომაც არა? თავის დაზღვევა არავის აწყენს.

რით შევცვალოთ გატეხილი სარკე?

ეზოტერიკოსთა რეკომენდაციაა, რომ გატეხილი სარკის ადგილზე რაც შეიძლება სწრაფად, ახალი და უფრო დიდი სარკე დავკიდოთ. სასურველია, მომხდარის შესახებ არავის არაფერი უამბოთ და რაც შეიძლება მალე დაივიწყოთ. ნეგატივი ნეგატივს იზიდავს, ამიტომ უსიამოვნო შემთხვევას რაც უფრო ხშირად გაიხსენებთ, უბედურებისგან თავის დაღწევა მით უფრო რთული იქნება.

როგორ მოვიქცეთ თუ სარკე ქუჩაში გატყდა?

ამ შემთხვევაში ნამსხვრევები უახლოეს სანაგვე ურნაში გადაყარეთ და დაივიწყეთ. ქუჩაში გატეხილი სარკე ვერაფრით დაგაზიანებთ.

რა მოხდება, თუ გატეხილ სარკეს სახლში დავტოვებთ?

ამ შემთხვევაში შეიძლება უარყოფითი ენერგიის გავლენის ქვეშ მოექცეთ. ხალხური რწმენით, გატეხილი სარკე სახლში შვიდწლიან უიღბლობას და გამუდმებულ ავადმყოფობას გპირდებათ. ასე რომ, გატეხილი ან დაბზარული სარკე სახლიდან რაც შეიძლება მალე უნდა მოიცილოთ.

თუ სარკე დაეცა და არ გატყდა?

ამ შემთხვევაში გარკვეულწილად, გაგიმართლათ. შესაძლოა, ცხოვრებაში ხანმოკლე პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. მთავარია სარკე თავის ადგილზე სწრაფად დააბრუნოთ და უკეთ გაამაგროთ, რათა ასეთი აღარ ჩამოვარდეს.

***

გატეხილ სარკესთან დაკავშირებული ხალხური წარმოდგენები 2 ათასწლეულზე მეტს ითვლის

რატომ ფარავენ სარკეებს, როცა სახლში მიცვალებულია?

ამ ნივთებს ნუ ათხოვებთ და ნუ ითხოვებთ - წინაპრების ცრურწმენები თუ ბიოენერგეტიკის კანონები?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა