იცით თუ არა

ამ ნივთებს ნუ ათხოვებთ და ნუ ითხოვებთ - წინაპრების ცრურწმენები თუ ბიოენერგეტიკის კანონები?

fun time

17:00 სამ. 23 ნოემბერი, 2021 წელი

არ ისესხოთ და არ ასესხოთ

14
დაკოპირებულია

ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ზოგი ნივთის თხოვების ან უკან დაბრუნების დროს ადამიანი თავისი იღბლის ნაწილს, ძალას და ენერგიას კარგავს. განსაკუთრებით კი ერიდებოდნენ, რომ გაესესხებინათ/ეთხოვებინათ ეს 5 ნივთი:

1. მარილი

მარილის სესხება ან გასესხება კატეგორიულად აკრძალულია. თუ მეზობელმა მარილი გთხოვათ, მიეცით, მაგრამ უკან აღარ გამოართვათ. საფრთხე მარილის ენერგეტიკულ თვისებებში მდგომარეობს, რომელსაც ბედზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მარილი მაგიური რიტუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ მისი სხვა ადამიანებისგან მიღება არასასურველია. მარილის სესხად გაცემით ადამიანმა შეიძლება იღბალი დაკარგოს, დაავადდეს ან საყვარელ ადამიანებს დაშორდეს.

2. ჭურჭელი

ჭურჭელი იმ სახლის ენერგიით იმუხტება, რომელშიც ხანგრძლივად ინახება, ამიტომ ჭურჭლის სესხება ან გასესხება არასასურველია. ეცადეთ, ყოველთვის საკუთარი ჭიქა, თეფში, ფინჯანი, კოვზი და ქვაბი გამოიყენოთ. არავის მისცეთ თქვენი ოჯახის ჭურჭელი და არც სხვისგან ითხოვოთ, რადგან ამან შეიძლება ჯანმრთელობის დაკარგვა, წარუმატებლობა და სხვა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. სხვა ადამიანისთვის საკუთარი ჭურჭლის გაზიარება შეიძლება თუ მაგალითად, საერთო საცხოვრებელში ერთად ცხოვრობთ, მაგრამ აქაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დაზიანებული ან გატეხილი ჭურჭელი კიდევ უფრო საშიშია და სახლში არ უნდა ინახებოდეს.

3. ტანსაცმელი

ბევრს ადამიანს ტანსაცმლის დროებით გაცვლა სრულიად ნორმალურად მიაჩნია, მაგრამ უმჯობესია ეს არ გააკეთოთ. ტანსაცმელი ძალიან პირადია, ამიტომ თუნდაც ნათესავისგან მოგქონდეთ, ჯობია, სანაცვლოდ რამე მისცეთ. ნუ ითხოვთ სხვის ტანსაცმელს - ამან შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ. ყველაზე დიდ საფრთხეს ფეხსაცმელი წარმოადგენს,რადგან ის უარყოფით ენერგიას ყველაზე მეტად იზიდავს. სხვისი ნაცვამი ტანსაცმლის შეძენაში საშიში არაფერია, რადგან ფულს იხდით, თუმცა, ენერგეტიკული წმენდის ჩატარება მაინც სასურველია.

4. ძვირფასეულობა და სამკაულები

ძვირფასეულობა და სამკაულები იმ ადამიანის ენერგიით იმუხტება, ვისაც ეკუთვნის, ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ სხვა ადამიანზე უარყოფითი გავლენა მოახდინონ. სხვა ქალის ბეჭდის ან საყურეს გაკეთებით შესაძლოა, მისი პრობლემები გაიზიაროთ. ბიოენერგეტიკის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სამკაულებს შეუძლიათ, ადამიანს ჯანმრთელობა შეურყიონ და იღბალი წაართვან. ლითონებიდან ყველაზე მეტად ვერცხლის და პლატინის უნდა გეშინოდეთ, ქვებიდან კი უცხო ადამიანისთვის ყველაზე დიდი უბედურების მომტანი მთვარის ქვა, ბრილიანტი და კლდის კრისტალია..

5. ცოცხი

ამ თითქოს უმნიშვნელო ნივთს ადამიანისთვის უზარმაზარი პრობლემების შექმნა შეუძლია. თუ ცოცხს ათხოვებთ ან ითხოვებთ შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში წარუმატებლობის პერიოდი დაიწყოს და ფინანსური ზარალი და სამსახურებრივი პრობლემები გამოიწვიოს. ცოცხმა თქვენი სახლი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დატოვოს ,თუ აღარ გჭირდებათ და უნდა გადააგდოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აღარ არის აქტუალური ბერმუდის...

ბერმუდის სამკუთხედი

რომელი უკეთ რეცხავს - ფხვნილი, კაფს...

რომელი უკეთ რეცხავს -
ფხვნილი, კაფსულა თუ გელი?

იცით, რომ ჯერ სანთებელა გამოიგონეს...

ჯერ სანთებელა გამოიგონეს
და შემდეგ ასანთი

ყველაზე ზარმაცი ცხოველები და მათი ს...

ლომი

როგორ აგებდნენ გზებს რომის იმპერიაშ...

როგორ აგებდნენ გზებს
რომის იმპერიაში?

ფაქტები ბირთვული იარაღის შესახებ, რ...

ჰიროსიმა, 1946 წელი

როგორ აყუჩებდნენ ტკივილს ანესთეზიის...

როგორ აყუჩებდნენ ტკივილს
ანესთეზიის
გამოგონებამდე?

ვინ იყვნენ ალბერტ აინშტაინის გვერდი...

აინშტაინის ცნობილი ფოტოს
ამბავი

2023 წლის 3 ივლისი ყველაზე ცხელი დღ...

2023 წლის 3 ივლისი ყველაზე
ცხელი დღე იყო პლანეტაზე