იცით თუ არა

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უცხოპლანეტელების არსებობის სჯეროდათ და სჯერათ

fun time

19:10 ოთხ. 8 ნოემბერი, 2023 წელი

სტივენ ჰოკინგი

14
დაკოპირებულია

სხვა პლანეტებზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის შესახებ მსჯელობა ასობით წელია მიმდინარეობს, ბევრ ცნობილ ადამიანს სჯეროდა და სჯერა უცხოპლანეტელების არსებობისა, მიუხედავად იმისა, რომ ამის მკაფიო დადასტურება ან უარყოფა არც მაშინ ჰქონდათ და არც ახლა აქვთ.

პოლ ჰელიერი

კანადის თავდაცვის ყოფილი მინისტრი (1962-67 წწ) პოლ ჰელიერი მიიჩნევდა, რომ არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლები ჩვენს პლანეტას რამდენიმე ათასი წელია სტუმრობენ. მისი აზრით, დღესდღეობით ჩვენს პლანეტაზე შეიძლება იყოს, დაახლოებით, 80 სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენელი.

ჰელიერი ამბობდა, რომ უცხოპლანეტელები გააქტიურდნენ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვიგონეთ და ავაფეთქეთ ატომური ბომბი. ისინი შიშობენ, რომ ხალხი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ დედამიწის ცხოვრებაზე, არამედ მთელ კოსმოსურ საზოგადოებაზე.

ჰელიერის თქმით, დედამიწაზე მყოფი უცხოპლანეტელები რამდენიმე სხვადასხვა ადგილიდან მოვიდნენ და ამიტომაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არიან ისეთებიც, როგორიც ასახულია სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებში - პატარები, ნაცრისფერები, უზარმაზარი თავებითა და თვალებით. არიან ადამიანების მსგავსები და არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ განსხვავდებიან ადამიანებისგან.

უინსტონ ჩერჩილი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი (1940-1945 წწ და 1951-1955 წწ) და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი გამოირჩეოდა არა მხოლოდ როგორც ბრწყინვალე სტრატეგი და სახელმწიფო მოღვაწე, არამედ როგორც მეცნიერებით გატაცებული ადამიანი.

ჩერჩილმა ესსეც აქვს დაწერილი, სადაც უცხოპლანეტელების არსებობაზე თავის შეხედულებას გამოთქვამს.

„სამყაროს უზარმაზარი სიდიდის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანები იყვნენ ერთადერთი ინტელექტუალური ბინადრები“, - აღნიშნავდა ბრიტანელი პოლიტიკოსი.

გიორგი გრეჩკო

საბჭოთა კოსმონავტი გიორგი გრეჩკო, რომელიც სამჯერ გაფრინდა კოსმოსში (1975, 1977 და 1985 წწ), აქტიურად იკვლევდა ანომალიურ მოვლენებს.

იგი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი იყო და აცხადებდა, რომ უცხოპლანეტელების არსებობა, მართალია, არ დადასტურებულა, მაგრამ არც გადაჭრით შეიძლება ამის უარყოფა.

ედგარ მიტჩელი

ედგარ მიტჩელი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა ამერიკაში. 1971 წელს Apollo 14-ით გაემგზავრა კოსმოსში და გახდა მეექვსე ასტრონავტი, ვინც მთვარეზე დაადგა ფეხი. მიჩელი რეკორდსმენია - მან მთვარეზე 9 საათი და 17 წუთი გაატარა.

მიტჩელის თქმით, რომელსაც ჰქონდა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აერონავტიკასა და ასტრონავტიკაში, ჰოლივუდის ფილმი „ადამიანები შავებში" (Men in Black) რეალობას ასახავს: დედამიწის გარდა სხვაგანაც არსებობს სიცოცხლე, თანაც უცხოპლანეტელები არაერთხელ შესულან კონტაქტში ადამიანებთან და ეს კავშირი მინიმუმ 60 წელი გრძელდება.

სტივენ ჰოკინგი

გამოჩენილი ბრიტანელი ასტროფიზიკოსი ამბობდა, რომ სამყაროში 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკაა, მათში არსებული ასეულ მილიონობით ვარსკვლავით და ნაკლებად შესაძლებელია, რომ სიცოცხლე მარტო დედამიწაზე გაჩნდა. მისივე აზრით, უფრო განვითარებული არამიწიერი ცივილიზაცია შეიძლება დამპყრობელი აღმოჩნდეს და მიზნად ჰქონდეს პლანეტების კოლონიზაცია.

მეცნიერის თქმით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათთან კონტაქტში არ შევიდეთ.

“უცხოპლანეტელები თუ დედამიწამდე მოვლენ, ვფიქრობ, დაგვემართება იგივე, რაც დაემართათ ინდიელებს ამერიკაში კოლუმბის გამოჩენის შემდეგ”, - ამბობდა ჰოკინგი.

კირსან ილიუმჟინოვი

ყალმუხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი (1993-2005 წწ) და ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი (1995—2018 წწ) კირსან ილიუმჟინოვი ამტკიცებდა, რომ ის უცხოპლანეტელებმა მოსკოვის ბინიდან 1997 წლის 18 სექტემბერს გაიტაცეს.

ილიუმჟინოვის თქმით, ამ მოვლენის სამი მოწმე ჰყავდა: მისი მძღოლი, მისი თანაშემწე და ერთ-ერთი მინისტრი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთის პრეზიდენტს ილიუმჟინოვის დაკითხვაც კი მოსთხოვეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მან უცხოპლანეტელებს სახელმწიფო საიდუმლოება არ გაუმხილა.

ამის შესახებ მსოფლიომ 2010 წლის 26 აპრილს შეიტყო, რუსეთის ტელევიზიის პირველი არხზე, ვლადიმერ პოზნერის გადაცემაში.

პოზნერმა კირსან ილიუმჟინოვს ჰკითხა:

- არასოდეს შემხვედრია ადამიანი, ვინც თავად თქვა, რომ უცხოპლანეტელების ხომალდზე იმყოფებოდა. ეს მართლა მოხდა?

- დიახ, მართლა მოხდა, - უპასუხა ილიუმჟინოვმა და თავისი ისტორია მოუყვა. მაშინ მისი ასეთი გულახდილობა ბევრს გაუკვირდა. „პოზნერმა მკითხა, მე ვუპასუხე“ - განმარტა ილუმჟინოვმა.

მიუკი ჰატოიამა

მიუკი ჰატოიამამ, იაპონიის პრემიერის (2009-2010 წწ) იუკიო ჰატოიამას მეუღლემ, 2008 წელს გამოსცა წიგნი, სადაც წერდა, რომ 20 წლის წინათ უცხოპლანეტელებმა ის კოსმოსურ მოგზაურობაში წაიყვანეს.

ამ მოგზაურობას მიუკი ჰატოიამა ასე აღწერდა: „სანამ ჩემს სხეულს ეძინა, ჩემი სული ვენერასკენ წავიდა სამკუთხა ფორმის ხომალდით. ეს არის ლამაზი მწვანე პლანეტა. ძალიან მომეწონა იქაურობა“.

ჯიმი კარტერი

აშშ-ს 39-ე პრეზიდენტს (1977-1981 წწ) ჯიმი კარტერს არ ჰქონია კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, მაგრამ ამბობდა, რომ 1969 წლის 6 იანვარს საკუთარი თვალით ნახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.

მისი თქმით, ობიექტი იყო "დიდი, ძალიან ნათელი და ფერებს იცვლიდა". მაშინ მან პირობაც დადო: „არასდროს დავცინებ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ნახეს“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი