იცით თუ არა

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ ტკივილი, რომელიც სხვა ადამიანმა მოგვაყენა

fun time

14:48 ხუთ. 5 ივნისი

ჩინური სიბრძნე

14
დაკოპირებულია

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ემოციური ტკივილი ტვინის იგივე უბნებს ააქტიურებს, რომლებსაც ფიზიკური ტრავმა,
თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება — სხეულის ჭრილობები მალე შუშდება, ხოლო სულიერი ტკივილი შეიძლება წლების მანძილზე გაგრძელდეს. 

ეს 5 ნიშანი წარსულის ტკივილში ჩარჩენაზე მეტყველებს:

1. დამთრგუნველი ფიქრები ღალატზე, განსაკუთრებით ძილის წინ.

2. უეცარი სევდა

3. უნდობლობა ახალი ადამიანების მიმართ.

4. თვითგვემა და წარსულის მუდმივი ანალიზი.

5. ახალი ურთიერთობის შიში.

მაგრამ, თუ ეს ნიშნები გეცნოთ, ეს უკვე განკურნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

რატომ გვიჭირს ტკივილის გაშვება ანუ 3 მახე საკუთარი გონებისგან

1. კონტროლის ილუზია

გონებაში წარსულის მოვლენებს ვიხსენებთ იმ იმედით, რომ ვიპოვით მომენტს, როცა შეიძლებოდა ყველაფერი შეგვეცვალა. ეს კონტროლის ილუზიაა, რომელიც ტყვეობაში გვამყოფებს და ეს ჩაკეტილი წრეა. სინამდვილეში, მაშინ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით — იმ დროისთვის ეს საუკეთესო გამოსავალი იყო.

2. იდენტობის მახე

ღალატის მსხვერპლად ყოფნა ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცევა, ამიტომ ტკივილის გაშვება თითქოს საკუთარი თავის ღალატად აღიქმება. მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა ხშირად უფრო მარტივიცაა — ნაკლები პასუხისმგებლობით და ცვლილებების არნდომით.

2. სამართლიანობის მახე

ტკივილს იმ იმედით ვებღაუჭებით, რომ ამით დამნაშავეს დავსჯით.სინამდვილეში, საწამლავს საკუთარ თავს ვასმევთ იმ იმედით, რომ სხვა მოკვდება.

ბამბუკის მეტაფორა

ქარიშხლის დროს ბამბუკი მიწამდე იხრება, მაგრამ არ ტყდება. ქარი რომ მიწყნარდება, ბამბუკი ისე გასწორდება, თითქოს არაფერი გადაუტანია.

ბამბუკის ღეროში სიცარიელეა, შესაბამისად, მისი ძალა სიმყარე კი არა, მოქნილობაა, წინააღმდეგობის უნარი კი არა, არამედ იმის უნარი, რომ სტიქიის შეტევა საკუთარ სხეულში გაატაროს.

ცნობისთვის, კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებმაც ღალატის ტკივილი გამოცადეს, მაღალი ემოციური ინტელექტით და თანაგრძნობის უნარით გამოირჩევიან.

ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც სხვებს ეხმარებიან — როცა საკუთარ თავში გაერკვევი, გიჩნდება სურვილი, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიარო.

თუ ტკივილი ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება, თუ სუიციდური ფიქრები ჩნდება ან თქვენი ურთიერთობები ზიანდება, მნიშვნელოვანია:

1. მიმართოთ პროფესიონალ ფსიქოლოგს

2. ახლობლებს დახმარება თხოვოთ.

3. გახსოვდეთ, რომ დახმარების თხოვნა სისუსტე კი არა, ძალაა

სიბრძნე მიტევებასა და დავიწყებაზე

„თუ აპატიებ ადამიანს, რომელმაც გატკინა, ამით საჩუქარს უკეთებ მას. თუ დაივიწყებ ადამიანს, რომელმაც გატკინა, ამით საჩუქარს უკეთებ საკუთარ თავს“— (ჩინური ანდაზა)

ჩათვალეთ, რომ ადამიანი, რომელმაც გული გატკინათ, თქვენი მოვალეა. თავისი ქმედებით მან თქვენგან რაღაც ღირებული წაიღო — ეს შეიძლება იყოს ნდობა, სიყვარული და რწმენა ადამიანების მიმართ. ახლა ის თქვენი მოვალეა.

მისთვის პატიებით თითქოს ამბობთ: „მე გაპატიბ და ვივიწყებ ამ ვალს.“ ეს მისთვის ნამდვილად საჩუქარია — გათავისუფლება დანაშაულის გრძნობისგან, კარმული ვალისგან და ტკივილთან კავშირისგან.

მაგრამ მიტევება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შეიძლება აპატიოთ, მაგრამ გამუდმებით გახსოვდეთ და ძველი ჭრილობა გტკიოდეთ. სრულყოფილი გათავისუფლება მხოლოდ დავიწყებაა.

როცა ვივიწყებთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ენერგიას ტკივილის გახსენებაზე. შედეგად:

  • გულში ვათავისუფლებთ ადგილს ახალი გრძნობებისა და ურთიერთობებისთვის.
  • ვწყვეტთ ენერგეტიკულ კავშირს ადამიანთან, რომელმაც ტკივილი მოგვაყენა.
  • ვიბრუნებთ ძალას, რომელსაც სიბრაზის შენარჩუნებაში ვხარჯავდით.

პარადოქსია, მაგრამ მიტევება აქტიურ მოქმედებას მოითხოვს, დავიწყება კი — არა.

კომპიუტერს რომ შევადაროთ, მიტევება ღილაკზე „წაშლა“ დაჭერას ჰგავს, დავიწყება კი მეხსიერებიდან სრული წაშლაა, როდესაც ფაილის აღდგენა უკვე შეუძლებელია.

ნამდვილი თავისუფლება მოდის არა მაშინ, როცა სხვისთვის რაღაცას ვაკეთებთ (ვპატიობთ), არამედ როცა საკუთარი თავისთვისაც ვაკეთებთ (ვივიწყებთ). ეს არ არის მხოლოდ კეთილშობილური ჟესტი სხვის მიმართ — ეს არის სიყვარულის აქტი საკუთარი თავისადმი.

დაფიქრდით: როცა ტკივილიან მოგონებებს ეჭიდებით, ვის უფრო ავნებთ — მას თუ საკუთარ თავს?
შეიძლება ის ვერც კი ხვდებოდეს, რომ დღემდე გტკივათ, ხოლო თქვენ ისევ და ისევ თავიდან განიცდით ყველაფერს.

პატარა პრაქტიკული დავალება:

აიღეთ ფურცელი. მისწერეთ წერილი იმ ადამიანს, ვინც გული გატკინათ. დაწერეთ ყველაფერი, რასაც პირისპირ ვერ ეტყვით. შემდეგ წერილი დაწვით და უყურეთ, როგორ აქცევს ცეცხლი სიტყვებს ფერფლად. ეს სიმბოლური გათავისუფლების აქტია. შვება მაშინვე დადგება — სწორედ ეს არის საკუთარი თავის დახმარება.

ესეც დაგაინტერესებთ:

ჩინეთი და იაპონია - განსხვავებები ყოველდღიურ ცხოვრებაში

არასდროს თქვათ საკუთარ თავზე ცუდი - არაბული სიბრძნე

„თუ რამე გტკივა, გაჩუმდი“ - 4 რჩევა აღმოსავლური სიბრძნიდან

10 ცხოვრებისეული ფორმულა სოკრატესგან


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია