ურთიერთობა

10 ცხოვრებისეული ფორმულა სოკრატესგან

fun time

19:00 პარ. 19 იანვარი

სოკრატეს ციტატები

14
დაკოპირებულია

სოკრატე (469-399 ჩვ.წ.)ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და დასავლური ფილოსოფიის დამფუძნებელია, რომელსაც სამწუხაროდ, წერილობითი შრომები არ დაუტოვებია, მაგრამ შთამომავლობას მისი ბრძნული იდეები და ციტატები მოსწავლეებმა შემოუნახეს. 

1. თუ სურვილი გაქვს ეძებ გზას, თუ არ გაქვს - ეძებ მიზეზს.

ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში ცვლილებები, წინსვლა და განვითარება სურთ, ყოველთვის ეცდებიან ახალი შესაძლებლობები მონახონ, ახალ ადამიანებს შეხვდნენ და ისწავლონ, რადგან მიზანი და მოტივაცია აქვთ. ისინი კი, ვისაც საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად მოქმედება არ სურს, მუდმივად საკუთარი უმოქმედობის გამართლებას ცდილობს.

2. სიმთვრალე მანკიერებებს არ წარმოშობს, ის მათ ავლენს.

სოკრატეს აზრით, თავისთავად, ალკოჰოლის მიღება ამორალურ ან მანკიერ ქცევას არ იწვევს . უბრალოდ, სიმთვრალე ადამიანს ნიღაბს ხდის და საზოგადოებას მის ნამდვილ სახეს ანახვებს.

3. ადამიანი ბედნიერებას იმიტომ ვერ აღწევს, რომ არ იცის რისგან შედგება.

ბევრი ადამიანი ბედნიერებას იმიტომ ვერ აღწევს, რომ არ იცის, ბედნიერება რას წარმოადგენს და კეთილდღეობამდე რა მიიყვანს.

4. გამოიჩინეთ სიკეთე ადამიანების მიმართ, რომლებიც სირთულეებს ებრძვიან.

ეს სიტყვები გვახსენებენ, რომ ყოველი ადამიანი, რომელსაც ცხოვრების გზაზე ვხვდებით, ამა თუ იმ სახის პრობლემას და სირთულეს ებრძვის. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება ადამიანის სულში და რა სტკივა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი გაგება და თანაგრძნობა შეძლოთ და არა - მისი განსჯა.

5. მეორე ადამიანი არც შენი მეგობარია და არც შენი მტერი, ის შენი მასწავლებელია.

6. ბუნებამ ორი ყური, ორი თვალი და მხოლოდ ერთი ენა მოგვცა იმიტომ, რომ მეტი გავიგოთ და დავინახოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ.

ხანდახან სჯობს, გავჩუმდეთ და სხვას მოვუსმინოთ, ვიდრე ისეთი რამ ვთქვათ, რასაც მოგვიანებით ვინანებთ.

7. ძლიერი გონება განიხილავს იდეებს, საშუალო გონება - მოვლენებს, სუსტი გონება კი - ადამიანებს.

8. ფულით შეიძლება იყიდო ფეხსაცმელი, მაგრამ არა - ბედნიერება, იყიდო საკვები, მაგრამ არა - კარგი მადა, იყიდო საწოლი, მაგრამ არა - ძილი, იყიდო წამალი, მაგრამ არა - ჯანმრთელობა, იყიდო მსახური, მაგრამ არა - მეგობარი, იყიდო გართობა, მაგრამ არა - სიხარული, იყიდო მასწავლებელი, მაგრამ არა - ჭკუა.

9. ისე მოეპყარი მშობლებს, როგორ მოპყრობასაც საკუთარი შვილებისგან ისურვებდი.

10. თუ გინდა, რომ კარგი მხედარი იყო, ყველაზე ცუდი ცხენი აირჩიე, რადგან თუ მას მოათვინიერებ, არც დანარჩენის დამორჩილება გაგიჭირდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად