იცით თუ არა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს

fun time

16:23 სამ. 10 ივნისი

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

14
დაკოპირებულია

რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა კიბოს უჯრედებზე მუსიკის ზემოქმედება შეისწავლეს. ექსპერიმენტი ძუძუს კიბოს MCF-7 და MDA-MB-231 ტიპის უჯრედებზე ჩატარდა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიამ და, ასევე, თანამედროვე კლასიკური მუსიკის უნგრელ-ავსტრიელი კომპოზიტორის დიერდ ლიგეტის „„ატმოსფეროებმა“ 48 საათის შემდეგ MCF-7 და MDA-MB-231 -ის ტიპის უჯრედების ცოცხლისუნარიანობა შეამცირა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კიბოს უჯრედების სიკვდილი აპოპტოზის გზით მიმდინარეობს. ამ პროცესში p53 ცილა და ფერმენტი კასპაზა-3 მონაწილეობენ. ეს იგივე ნივთიერებებია, რომლებიც აქტიურდებიან აპოპტეოზის დროს სმენის უჯრედებში ინტენსიური ხმაურის ზემოქმედებით.

მიუხედავად იმისა, რომ სიმფონიური ორკესტრის გამოყენება ქიმიოთერაპიის ნაცვლად ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა, აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუსიკას ორგანიზმზე რეალური ბიოლოგიური ზემოქმედება აქვს.

ახალი კვლევა ჯერ საწყის ეტაპზეა, მეცნიერები ამ ფენომენის შესწავლის მიზნით შემდგომ ექსპერიმენტებს გეგმავენ.
როგორც ჩანს, უჯრედების პასუხი მუსიკაზე არა მხოლოდ ხმის ბუნებაზე, არამედ თავად უჯრედების ტიპზეცაა დამოკიდებული, რაც მუსიკის ბიოლოგიური გაგების ახალ გზებს ხსნის.

ესეც საინტერესოა:

ახალი კვლევა - ჭიანჭველებს კიბოს პოვნა შეუძლიათ

რატომ ცეკვავს კობრა მუსიკის ხმაზე?

იშვიათი დაავადება - გოგონას კაცების ხმა აღარ ესმის

წყარო: pmc.ncbi.nlm.nih.gov


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი