იცით თუ არა

რატომ ცეკვავს კობრა მუსიკის ხმაზე?

fun time

16:00 პარ. 10 დეკემბერი, 2021 წელი

რატომ ცეკვავს კობრა

14
დაკოპირებულია

მოცეკვავე კობრა ინდოეთის, აფრიკის და აზიის ზოგიერთი ქვეყნის სიმბოლოა. მაინც, როგორ ახერხებს ადამიანი გველის გაწვრთნას და რა აიძულებს ქვეწარმავალს, სალამურის ხმაზე იცეკვოს? იქნებ ძაღლის მსგავსად მომთვინიერებელი მასაც რაღაც გემრიელს აძლევს?  სულაც არა, გველები განსხვავებული მიზეზის გამო ცეკვავენ.

სინამდვილეში რეპტილიები წვრთნას არ ექვემდებარებიან. ის, რომ კობრებს ცეკვისთვის პატარაობიდანვე წვრთნიან, მითია. რაც მაყურებელს ცეკვა ჰგონია, მათი ინსტინქტია. კობრებთან მუშაობის დროს მომთვინიერებელი მისი თვითგადარჩენის ინსტიქტს იყენებს. კობრას აიძულებენ „ყალყზე დადგეს“ და თავდასხმის ყოველ მცდელობაზე ურტყამენ. რეპტილია იკლაკნება და ცდილობს თავდასხმას, რეაგირებს რა იმ საშიშროებაზე, რომელსაც ადამიანი და მის ხელში არსებული საგანი წარმოადგენს, თუმცა საბოლოოდ, ხვდება, რომ ამ უცნაურ ნივთს არ უნდა შეეხოს და სალამურის დაკბენის ყველა მცდელობას წყვეტს. ის სისინით ზურგს აქცევს საძულველ საგანს - გარშემომყოფები კი ცეკვის ილუზიას ხედავენ, რადგან გველი, მომთვინიერებელთან ერთად, მუსიკის რიტმზე მოძრაობს.

სალამურზე თავდასხმის დროს კობრამ ცხვირი რომ არ დაიზიანოს, მომთვინიერებლები ინსტრუმენტზე რეზინის სამაგრს ამაგრებენ, ხოლო თავდაცვის მიზნით გველებს წინასწარ პირს უკერავენ ან შხამიან კბილს აძრობენ. თუ ოპერაცია კარგად ჩატარდა, კობრას ჩვეულებრივად შეუძლია სისინი, თავდასხმა და ენის გამოყოფაც კი, მხოლოდ ვეღარ იკბინება. სამწუხაროდ, ასეთი კობრა სიკვდილისთვის არის განწირული, რადგან 3-4 თვის განმავლობაში საკვებს ვერ მიიღებს.

სხვა ჯიშის გველებიც შეიძლება, რომ აიძულო, „იცეკვონ“, მაგრამ ისინი პირდაპირ გადმოდიან შეტევაზე, კობრების შოუ კი ეფექტურად გამოიყურება: ჯერ თავს წამოსწევენ, კაპიუშონს გახსნიან და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ რეალურ მუქარას. საკმაოდ ეფექტური გამოდის. თუმცა ყველა შემთხვევაში ცოცხალ არსებასთან (ამ შემთხვევაში რეპტილიებთან) ასეთი მოპყრობა არაეთიკურია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა