საკნატუნო ამბები

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწველება

fun time

12:05 სამ. 14 აპრილი

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება

14
დაკოპირებულია

ძროხის სახელი წველადობას ზრდის - ამ დასკვნამდე ნიუკასლის უნივერსიტეტის ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით 516 რძის ფერმა შეისწავლეს.

კვლევის ხელმძღვანელების, კეტრინ დუგლასისა და პიტერ როულინგსონის თქმით, სახელის მქონე ძროხებს დანარჩენებთან შედარებით, წელიწადში 258 ლიტრით მეტი რძის გამომუშავება შეუძლიათ. მეცნიერები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ძროხს თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, როდესაც მას ცალკეულ არსებად აღიქვამენ.

„ადამიანის მსგავსად, რომელსაც სიამოვნებს, როდესაც პიროვნებად აღიქვამენ, ძროხა თავს უფრო მშვიდად ბედნიერად გრძნობს, როდესაც მას თუნდაც მცირე დროს უთმობენ და არა ჯოგის წევრად, არამედ ცალკეულ არსებად აღიქვამენ“, - განმარტავს დუგლასი.

სამეცნიერო ჟურნალ Antrozoos-ში გამოქვეყნებული კვლევით დადასტურდა, რომ ფერმებში, სადაც ძროხები სივიწროვესა და ცუდ პირობებში ჰყავთ, წველადობა წლიდან წლამდე მცირდება.

***

რატომ არის ინდოელებისთვის ძროხა წმინდა ცხოველი?

როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?

მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რ...

გოტჰარდის გვირაბები

ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღ...

ყველაზე ძვირფასი ბუმბული

სადაურია ინდაური? — ფრინველი, რომელ...

სადაურია ინდაური?

რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთშ...

რატომ ბანაობენ
ავსტრალიის ჩრდილოეთში
კოლჰოტებით?

იტალიაში დააკანონეს ანაზღაურებადი შ...

შვებულება ავად გამხდარი
შინაური ცხოველის
მოსავლელად

სახეზე მიხატული ღიმილი — უძველესი ხ...

აინუს ტომი

„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდა...

ბანჯგვლიანი კუ

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყვე...

აღდგომის კუნძული