ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე
18:30 ხუთ. 28 ივლისი, 2022 წელი
საკვები რომელიც არ ასუქებს - ამ მარადიულ კითხვაზე ერთი გემრიელი პასუხია ყაბაყი.
მოამზადეთ ყაბაყი ზამთრისთვის ჩვენი რეცეპტით და ჯანსაღი, დიეტური კერძი სულ ხელთ გექნებათ.
ყაბაყის მწნილისთვის საჭირო პროდუქტი:
- ყაბაყი 1,5-2 კგ
- კამა 30 გ
- ოხრახუში 30 გ
- მიხაკი 2-3 ც
- ნიორი 2-3 კბილი
- შავი პილპილის მარცვლები 5-6 ც
- წიწაკა 5-6 ც
- წყალი 1ლ
- მარილი 1 ს.კ. ლ.
- შაქარი 2 ს.კ. ლ.
- ძმრის ესენცია 1 ჩ.კ
მომზადების წესი:
ყაბაყი და მწვანილი გამდინარე წყლით კარგად გარეცხეთ და, დაახლოებით 1,5-2 სმ სისქის რგოლებად დაჭერით.
ნიორი გაასუფთავეთ და თითო კბილი შუაზე გაჭერით.
გარეცხილ და გასტერილებულ ქილებში ჩადეთ მწვანილი, ნიორი და სანელებლები.
შემდეგ ყაბაყი გადაიტანეთ ქილებში და რაც შეიძლება მჭიდროდ შეავსეთ.
დაასხით ყაბაყს მდუღარე წყალი, დააფარეთ სტერილიზებული ხუფები და 10 წუთით დატოვეთ.
სანამ ყაბაყი მდუღარე წყალშია, მოამზადეთ მარილწყალი - ქვაბში ჩაასხით წყალი და გაზქურაზე დადგით. დაამატეთ მარილი, შაქარი და კარგად აურიეთ. მარილწყალი საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ.
ყაბაყიანი ქილებიდან მანამდე დასხმული წყალი გადაღვარეთ და მდუღარე მარილწყლით შეავსეთ. თითოეულ ქილას დაამატეთ ძმრის ესენცია - 1-ლიტრიან ქილაზე 1 ჩ.კ.;
ქილები მოხუფეთ და ამოატრიალეთ. თითოეული ქილა რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, რომ ძმარი ქილაში კარგად განაწილდეს.
ყაბაყის მწნილი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან