ალუჩა დიეტის დროს
14:00 ხუთ. 13 ივლისი, 2023 წელი

ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ეს მომჟავო-მოტკბო გემოს მქონე ხილი არ უყვარს. ალუჩა (Prunus Vachuschtii) შეიცავს - ვიტამინებს C, E, PP, A, კალციუმს კალიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას და ეს არასრული ჩამონათვალია.
ალუჩა ყაბზობის დროს შესანიშნავი დამხმარეა. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასუფთავებს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და წონის დაკლებაში გვეხმარება.
ალუჩა ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს. გარდა ამისა, 100 გრ კენკრა მხოლოდ 32 კკალს შეიცავს, რაც მის სასარგებლოდ მეტყველებს.
ალუჩა არ შეიცავს ცხიმს, სამაგიეროდ, ალუჩას შემადგენლობაში უამრავი ბოჭკოა, რაც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და აჩენს დანაყრების შეგრძნებას. ალუჩას აშორებს ზედმეტ სითხეს და აქრობს შეშუპებას.
უამრავი სარგებლის მიუხედავად, ალუჩა ზომიერად უნდა ჭამოთ - დღეში, დაახლოებით, ერთი ჭიქა.
ალუჩის მენიუში ჩართვა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, თუმცა დიეტის დროს ტკბილეულსა და ცხიმიან საკვებზე უნდა თქვათ და მეტი ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, მჭლე ხორცი, თევზი და რძის პროდუქტი უნდა მიირთვათ.
გთავაზობთ ალუჩის დიეტას, რომელიც ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.
- დილა: ფაფა, კვერცხი და 100 გრ ალუჩა
- შუადღე: ხილის სალათა
- სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, შავი პური, ჩაშუშული თევზი და სალათა, კომპოტი
- სამხარი : ალუბლის ქლიავი და იოგურტი
- ვახშამი: გამომცხვარი ვაშლით ხაჭოთი, კაკაო.
შეგიძლიათ სხვა დიეტური მენიუ შეარჩიოთ. მთავარია ის გემრიელი და ჯანსაღი იყოს. დიეტის დროს ნებადართულია ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, თევზისა და ხორცის მიღება. ბუნებრივია, რომ ხორცი და თევზი მჭლე, მოხარშული, ჩაშუშული ან გამომცხვარი უნდა იყოს. მარცვლეულიდან გირჩევთ წიწიბურა, ფეტვი ან შვრიის ფაფა აირჩიოთ.
ალუჩის დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი, წყალი, ან ალუჩის უშაქრო კომპოტები.
აქ უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ 👉 ალუჩას სასარგებლო თვისებები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან