უცხოური სამზარეულო

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპტი

fun time

13:28 ოთხ. 27 სექტემბერი, 2023 წელი

ჰუმუსის მომზადება

14
დაკოპირებულია

ამ რეცეპტით ჰუმუსის ანუ მუხუდოს პიურეს მომზადებისთვის, დაახლოებით, 2 საათი დაგჭირდებათ, თუკი მუხუდოს წინასწარ დაალბობთ - მთელი ღამით თუ არა 7-8 საათით მაინც.

რა არის ჰუმუსი

ჰუმუსი ახლო აღმოსავლეთის ტრადიციული კერძია, რომელსაც ძირითადად, ისრაელში, ლიბანში, თურქეთში, საბერძნეთსა და კვიპროსში ამზადებენ.

ნოყიერი და გემრიელი ჰუმუსი მოხარშული მუხუდოს პიურეს, სეზამის პასტის, ნიორის, ზეითუნის ზეთის, ლიმონის წვენის, ზირასა და პაპრიკისგან მზადდება.

თავის მხრივ, მუხუდო მცენარეულ ცილას, ბოჭკოს, რკინას, კალციუმს და უჯერ ცხიმებს შეიცავს.

სუფრასთან ჰუმუსი ცივი საუზმის სახით, პიტას პურთან ან ლავაშთან ერთად მიაქვთ.

ჰუმუსი ძალიან პოპულარულია ვეგეტარიანელებს, ვეგანებს, მომარხულეებსა და უბრალოდ, ჯანსაღი კვების მოყვარულთა შორის.

კლასიკური, ებრაული ჰუმუსი დიდხანს არ ინახება, ამიტომ კაფეები და რესტორნები ცდილობენ, თავად მოამზადონ.

ჰუმუსის მომზადება

საჭირო პროდუქტი:

  • მუხუდო
  • ტაჰინი, იგივე სეზამის პასტა
  • ნახ. ლიმონი
  • ზეითუნის ზეთი (extra virgin)
  • ნიორი
  • ზირა, მარილი, დაფქული შავი პილპილი, დაფქული პაპრიკა.

მომზადება:

მუხუდოს გარდა, ჰუმუსის მეორე მთავარი ინგრედიენტია ტაჰინი, იგივე სეზამის პასტა. ის ჰუმუსს ნიგვზის გემოს და ერთგვაროვან კონსისტენციას აძლევს. ტაჰინის პასტა შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ.

კლასიკური ჰუმუსის რეცეპტში მთავარია, მუხუდო წინა ღამეს ან ადრე დილას (8 საათით) დაალბოთ, რათა მუხუდომ წყალი მთლიანად შეიწოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოხარშვა გაცილებით რთული იქნება.

მუხუდოს და წყლის თანაფარდობა 1:3-თან უნდა იყოს.

დილით მუხუდოს წყალი უნდა გადაუწუროთ და ახალი, სუფთა წყალი რამდენჯერმე გაავლოთ. ამის შემდეგ წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე, 2 საათი ხარშეთ, სანამ მუხუდო მთლიანად არ დარბილდება.

მოხარშული გააგრილეთ და დააბლენდერეთ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

მუხუდოს პიურეს გაწურული ლიმონის წვენი და 1-2 კბილი გახეხილი ნიორი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ტაჰინის სეზამის პასტა, მარილი და სანელებლები. კარგად აურიეთ და ჰუმუსი მზად არის.

ის შეგიძლიათ საუზმის სხვადასხვა კომბინაციისთვის გამოიყენოთ.

როგორ მივიტანოთ სუფრასთან

ჰუმუსი სუფრასთან ღრმა ჯამით მიაქვთ, ზემოდან მოხარშულ მუხუდოს აყრიან და ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს ასხამენ. ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მას პიტასთან ერთად, ხელით მიირთმევენ.

ჰუმუსს თითქმის ყველა ახალი მწვანილი უხდება. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ცხარე წიწაკა, გამოცხვარი ტკბილი წიწაკა, ზეთისხილი, წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში. ასევე შეგიძლიათ კუბებად დაჭრილი ყველით გააფორმოთ.

მზა ჰუმუსი მაცივარში, ჰერმეტულ კონტეინერში ერთ კვირამდე ინახება.

ჰუმუსი კალორია


100 გრ ჰუმუსში 166 კილოკალორიაა.

დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ დიეტაზე ყოფნისას ძალიან არ გაგიტაცოთ ამ გემრიელმა მუხუდოს პიურემ.

ესეც დაგაინტერესებთ:

მუხუდოს მომზადება - როგორ მოვხარშოთ მუხუდო სწორად, რომ სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი