ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშე
21:05 ხუთ. 23 მაისი
მაიონეზი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და გავრცელებული სოუსია, თუმცა კალორიებისა და ცხიმის მაღალი შემცველობის გამო მასზე ბევრი უარს ამბობს. თუ წონას აკონტროლებთ და ჯანსაღი საკვების მოყვარული ხართ, სინჯეთ ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშე.
მუხუდოს სალათა
ინგრედიენტები:
- დაკონსერვებული ან მოხარშული მუხუდო - 150 გრ
- პომიდვრის ჩირი - 60 გ
- ზეთისხილი - 70 გრ
- ნიორი - 2 კბილი
- კამის ან ოხრახუშის რამდენიმე ღერი
- კაპარი - 3 სუფრის კოვზი
- დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით;
- ზეითუნის ზეთი - 1 სუფრის კოვზი
მომზადება:
პომიდვრის ჩირი დიდ ნაჭრებად, ზეთისხილი კი რგოლებად დაჭერით, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მწვანილი, მუხუდო, კაპერსი, შავი პილპილი, ზეთი და კარგად მოურიეთ. სალათი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
რუკოლას სალათა, ჭარხლით, თხის ყველითა და თხილით
ინგრედიენტები
- რუკოლა - 2 კონა
- ჭარხალი - 2 ცალი
- თხის ყველი - 50 გრ
- ნიგოზი - 1 მუჭა
- ზეითუნის ზეთი - 3 სუფრის კოვზი
- ლიმონის წვენი - 1½ სუფრის კოვზი
- მშრალი მდოგვი - ¼ ჩაის კოვზი
- შაქარი - ½ ჩაის კოვზი
- მარილი - გემოვნებით
- დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადება
ჭარხალი მოხარშეთ ან ღუმელში გამოაცხვეთ - ამისთვის ზეითუნის ზეთი უნდა წაუსვათ, ალუმინის ფოლგაში შეახვიოთ და 200°C-მდე გახურებულ ღუმელში 1-2 საათით დატოვოთ, სანამ არ დარბილდება.
გამომცხვარი და გაცივებული ჭარხალი გაფცქვენით და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. ყველი გახეხეთ, თხილი კი წვრილად დაჭერით.
რუკოლა მოათავსეთ თასში და მომზადებული ინგრედიენტები დაუმატეთ.
ცალკე ჯამში ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, შაქარი, მარილი და პილპილი ერთმანეთში აურიეთ და სალათას მოასხით.
გემრიელად მიირთვით!
ავოკადოს სალათა თინუსით
ინგრედიენტები
- ავოკადო - 1 ცალი
- პომიდორი - 2 ცალი
- კამა - რამდენიმე ღერი
- მწვანე ხახვი - 3–4 ცალი
- თინუსის კონსერვი - 180 გრ
- ზეითუნის ზეთი - 1 სუფრის კოვზი
- სოიოს სოუსი - 1 სუფრის კოვზი
- მარილი - გემოვნებით
- ლიმონის წვენი - 1 ჩაის კოვზი
მომზადება
ავოკადოს ამოაცალეთ რბილობი საშუალო ნაჭრებად დაჭერით;
თინუსი ჩანგლით დასრისეთ, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და მწვანე ხახვი; მოასხით ზეთი, სოიოს სოუსი, მოაყარეთ კამა და კარგად მოურიეთ;
თეფშზე ერთ ფენად დადეთ დაჭრილი ავოკადო და ზედ მოასხით ლიმონის წვენი, შემდეგ კი ზემოდან თინუსის ფენა დაადეთ. სულ ეს არის.
გემრიელად მიირთვით!
ესეც დაგაინტერესებთ:
როგორ მოვხარშოთ მუხუდო სწორად, რომ სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს?
იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფრო სასარგებლოა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან