ამბები

ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში ქუთაისში მასტერკლასები გაიმართა

ეკო ტატულაშვილი

18:01

სერენადები

14
დაკოპირებულია

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელსა და #1 სამუსიკო სკოლაში მასტერკლასები გაიმართა. 

მასში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოს- შემსრულებლებმა: თამარ ლიჩელმა, ლიზი რამიშვილმა, მარიკა მაჩიტიძემ, ვალერიან შიუკაშვილმა, გიორგი ხაინდრავამ და ირაკლი ევსტაფიშვილმა. მასტერკლასებში მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლისა და სკოლების აღსაზრდელები.

ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში ქალაქ ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში კი ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების გალა კონცერტი გაიმართება.

კონცერტების სერიების დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტი თამარ ლიჩელი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტი თამარ ლიჩელი, ჩელისტი ლიზი რამიშვილი, მომღერალი მარიკა მაჩიტიძე, პიანისტი ნინო უშიკიშვილი, მევიოლინე გიორგი ხაინდრავა, პიანისტი გიგი პიანომენი და ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი.

პროგრამაშია ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები მაისის თვეში დაიწყო და დეკემბრის თვეში ქალაქ თბილისში კონსერვატორიაში გალა კონცერტით დაიხურება.

თამარ ლიჩელი - ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, პიანისტი:

- ძალიან გახარებულები ვართ, რომ ქუთაისში ჩამოვედით. დიდხანს ველოდი ქუთაისში ამ პროექტის ჩამოტანას, იმიტომ რომ ეს ქალაქი გამორჩეული მუსიკალური ტრადიციების მატარებელი ქალაქია. მასტერკლასები გავმართეთ მე და ჩემმა კოლეგებმა, არაჩვეულებრივმა მუსიკოსებმა. ჩავატარებთ კონცერტს მესხიშვილის სახელობის თეატრში და ვეპატიჟებით ყველას.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჩელისტი ლიზი რამიშვილი, მომღერალი მარიკა მაჩიტიძე, პიანისტი ნინო უშიკიშვილი, მევიოლინე გიორგი ხაინდრავა, პიანისტი გიგი პიანომენი და ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი. მსმენელს შევთავაზებთ ქართული კლასიკური მუსიკის შედევრებს.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს და ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელს, რომ მოგვეცა საშუალება შევხვედროდით ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს.

მანანა კიკაბიძე - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი:

- ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში კონცერტები და მასტერკლასები ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ქუთაისი გახლავთ დიდი მუსიკალური ტრადიციების ქალაქი, ჰყავს არაჩვეულებრივი მსმენელი. ამ უმნიშვნელოვანესი საღამოების ორგანიზატორია ქალბატონი თამარ ლიჩელი. ნამდვილად ვარსკვლავური შემადგენლობით გვეწვივნენ უნიჭიერესი მუსიკოსები და ველოდებით ყველას კონცერტზე მესხიშვილის სახელობის თეატრში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მასტერკლასები, რომლებსაც მუსიკოსები ატარებენ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებთან. ყველა მუსიკოსი თავის გამოცდილებას უზიარებს დამწყებ მუსიკოსს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა მათთვის. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ ლიჩელს და კულტურის სამინისტროს, რომ არა კულტურის სამინისტრო, ეს შეხვედრა არ შედგებოდა.

ირაკლი ევსტაფიშვილი - ფლეიტისტი:

-მქართული კლასიკური მუსიკის საღამოები წლებია დიდ ინტერესს იწვევს მსმენელში. ეს არის დიდი მუსიკალური ზეიმი მთელს საქართველოში. ქუთაისი არის რეგიონალური კონცერტების დასკვნითი აკორდი. საბედნიეროდ, ბევრი ნიჭიერი ბავშვი აღმოვაჩინეთ საქართველოს რეგიონებში. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ორი უდიდესი წარმატებაა მასტერკლასები და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულება. ეს პროექტი იძლევა საშუალებას, რომ ქართველ კომპოზიტორთა შედევრები შევასრულოთ,მადლობა ამ შესაძლებლობისათვის ფესტივალის დამფუძნებელს თამარ ლიჩელს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პროლაიფი ფორტე – გაძლიერებული ფორმუ...

პროლაიფი ფორტე

როდის უნდა მივცეთ ბავშვს Prolife Pe...

როდის უნდა მივცეთ ბავშვს
Prolife Pediatrico?

როდის და როგორ უნდა მივიღოთ პროლაქს...

როდის და როგორ უნდა
მივიღოთ პროლაქსი
მაქსიმალური ეფექტისთვის?

ვამელისი: მცენარეული საიდუმლო შინაგ...

ვამელისი: მცენარეული
საიდუმლო შინაგანი
სიმშვიდისთვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტროლიტ...

რატომ არის მნიშვნელოვანი
ელექტროლიტებისა და
პრობიოტიკების მიღება
ნაწლავური ინფექციების
დროს

რატომ გვიჭირს ძილი მოგზაურობისას და...

რატომ გვიჭირს ძილი
მოგზაურობისას და როგორ
მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

რატომ ირჩევენ ფარინგობლოკს ყელის ტკ...

ფარინგობლოკი

სეზონური ვირუსები: იმუნიტეტის ეფექტ...

ვირუსები

პროტეინი ყოველდღიურობაში: ჯანმრთელო...

პროტეინი4