1. თქვენ ნამდვილად ხართ საქმიანი ადამიანი. ზომიერების გრძნობაც გაქვთ და ეკონომიკური ალღოც, რითიც კარგად სარგებლობთ კიდეც. საკუთარი საქმე ზედმიწევნით იცით. რისთვისაც მიგიღწევიათ, ეს თქვენი მიზანდასახული მოქმედებების შედეგია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ თქვენ წარმატებას უყვარხართ.
2. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერის უნარები გაქვთ, მაინც უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. ამ საქმეში შეგიძლიათ პროფესიონალებს - ფსიქოლოგებსა და კონსულტანტებს დაეკითხოთ. ბიზნესში წარმატებისთვის არნახული მისწრაფება და სიჯიუტის გამოვლენა დაგჭირდებათ.
3. ვერ ვიტყვით, რომ ბიზნესმენის ძლიერი ალღო გაქვთ. ის, რაც თქვენ გახასიათებთ - სწორი გზის მოძებნის უნარი და სტრესისადმი მდგრადობა, საკმარისი არ არის. ჯანმრთელი ამბიციებიც უნდა გქონდეთ და ხანდახან რისკზე წასვლაც უნდა გაბედოთ.
4. თქვენ ჭეშმარიტი ბიზნესმენები ხართ. გაბედული ხართ, არ გეშინიათ რყევებისა და შტორმის, რაც ბიზნესოკეანეში ხშირია. როცა ერთ მიზანს მიაღწევთ, პაუზას ნუ გააკეთებთ. მუდმივად მოძრაობაში იყავით, რათა ალღო არ დაკარგოთ, როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ისე საქმის კეთებაში.