დასაწყისისთვის 9 კითხვას უპასუხეთ და პასუხები ცალკე ჩაიწერეთ:
1. აირჩიეთ ერთი ფერი - ყვითელი, ცისფერი, წითელი, მწვანე ან შავი;
2. თქვენი სახელის პირველი ასო;
3. თქვენი დაბადების თვე;
4. შავი თუ თეთრი?
5. დაასახელეთ თქვენი გარემოცვიდან თქვენივე სქესის ერთ-ერთი წარმომადგენელი;
6. თქვენი საყვარელი რიცხვი;
7. რა უფრო გიყვართ - ფრენა თუ ხმელეთზე მგზავრობა?
8. ტბა თუ ოკეანე?
9. ჩაიფიქრეთ სურვილი.
1. არჩეული ფერი:
ყვითელი - ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც ნებისმიერს ანუგეშებს;
ცისფერი - იმპულსური ხართ და საყვარელი ადამიანისგან მუდმივად ყურადღებასა და ალერსს ელოდებით;
წითელი - ძალიან ენერგიული ბრძანდებით და თქვენი ცხოვრება სიყვარულითაა სავსე;
მწვანე - საკმაოდ წყნარი პიროვნება ხართ, აგრესია თქვენგან შორსაა;
შავი - საკმაოდ მკაცრი და კონსერვატორული ბრძანდებით.
2. სახელის პირველი ასო:
ა-დან კ-მდე - თქვენი ცხოვრება მეგობრობითა და სიყვარულითაა სავსე;
ლ-დან რ-მდე - პირად ცხოვრებაში მოულოდნელ მოსახვევს ელოდეთ;
ს-დან ჰ-მდე - სიყვარულში გაგიმართლებთ.
3. დაბადების თვე:
იანვარი-მარტი - კარგი წელი და მოულოდნელი სიყვარული გელოდებათ:
აპრილი-ივნისი - მგზნებარე და ხანმოკლე რომანს ელოდეთ, მას მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებთ;
ივლისი-სექტემბერი - წარმატებული წელი გექნებათ, რომელიც ყველაფერზე იქონიებს გავლენას;
ოქტომბერი-დეკემბერი - პირად ცხოვრებაში სიძნელეები შეგხვდებათ, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ სიყვარულს მაინც იპოვით.
4. აირჩიეთ ფერი:
შავი - ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების მანიშნებელია, რომელიც ძნელად მოგეჩვენებათ, მაგრამ მალე მათ გამო იღბალს მადლობას ეტყვით.
თეთრი - გყავთ მეგობარი, რომელიც თქვენთვის ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს, მაგრამ თქვენ ამის შესახებ შეიძლება, არც კი იცოდეთ.
5. ადამიანი, რომელიც თქვენ დაასახელეთ - ის თქვენი ყველაზე ერთგული მეგობარია.
6. რიცხვი, რომელიც თქვენ დაასახელეთ - თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი მეგობრების რაოდენობაა.
7. რა უფრო გიყვართ:
ხმელეთზე მგზავრობა - არ გიყვართ ცვლილებები.
ფრენა - გიყვართ თავგადასავლები.
8. რას აირჩევთ:
ტბა - საყვარელი ადამიანისა და მეგობრების მიმართ ერთგული ხართ.
ოკეანე - ადამიანებს სიხარულს ანიჭებთ, მაგრამ გათვლა ძალიან ძნელია.
9. სურვილი, რომელიც ჩაიფიქრეთ
სურვილი უფრო მალე აგიხდებათ, რაც უფრო მეტ მეგობარს გაანდობთ მას.