1. გედი
თუკი გედი დაინახეთ, მაშინ რეალისტი ხართ. სამყაროს თქვენეული ხედვა ლოგიკური და ანალიტიკურია. ის ემოციას გასაქანს არ აძლევს. თქვენ პრაგმატიკოსი ბრძანდებით და ვერანაირი პრობლემა წინ ვერ აღუდგება თქვენს ინტელექტს. სამუშაოსთვის ეს შეიძლება კარგიცაა, მაგრამ გრძნობებზეც ხომ უნდა იფიქროთ...
2. ციყვი
თუკი პირველად ციყვი დაინახეთ, მაშინ პერფექციონისტი ყოფილხართ. ძალიან მახვილი გონება გაქვთ, არანაირ წვრილმანს არ ტოვებთ უყურადღებოდ და ყოველთვის მაქსიმუმის მიღებას ცდილობთ. თქვენ მოგწონთ წარმატება. ყოველნაირად ესწრაფვით, წინ წადგათ ნაბიჯი. თავს შეცდომის დაშვების ფუფუნებას არ აძლევთ, მაგრამ თუ მაინც დაუშვით, ამ გაკვეთილს კარგად დაიმახსოვრებთ.