დარგეთ ორი ხე საკუთარ ბაღში და გაიგეთ, რა საიდუმლოს ფარავს თქვენი სული

FUN-ტესტი

22 აპრილი 13:00, 2018 წელი

საკუთარი ბაღისთვის დაუფიქრებლად აირჩიეთ 1 ხე. შემდეგ უკვე კარგად დააკვირდით და ისე აირჩიეთ მე-2. ახლა, მოდით, ვნახოთ პასუხი...

ჯერ პირველი ხის აღწერა წაიკითხეთ - ეს თქვენ მიერ აღქმული საკუთარი თავია, ეს ისაა, რასაც საკუთარ თავში აფასებთ.


შემდეგ მეორე ხის აღწერა წაიკითხეთ - ეს თქვენი პიროვნების ფარული ნაწილია, რომელსაც თქვენ ვერა, მაგრამ სხვები ხედავენ.



შედეგები:


1. უდარდელი, მხიარული, უზრუნველი
ცხოვრება თქვენთვის თავისუფლება და სპონტანურობაა. ყოველი მომენტით ტკბობას ცდილობთ. გახსნილი ხართ ახალი შთაბეჭდილებებისთვის, ცნობისმოყვარე და ცვლილებების მოყვარული ხართ. თქვენთვის ყველაზე ძნელია, როცა რაღაცაში შეზღუდულად გრძნობთ თავს.


2. დამოუკიდებელი, უშუალო, პირობითობის მტერი
თქვენ ყოველთვის თქვენი გზით დადიხართ და ამაში ვერაფერი გიშლით ხელს. არტისტული ბუნება გაქვთ, რომელსაც ყველგან ავლენთ. დაუფიქრებლად არასდროს იზიარებთ ყველაფერ „მოდურს“. ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულებები გაქვთ, მაშინაც კი, თუ ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ნიშნავს.


3. თვითანალიზისა და განსჯისკენ გაქვთ მიდრეკილება
საკუთარ თავსა და სამყაროზე ფიქრი გიყვართ. ზედაპირულობას ვერ იტანთ. უაზრო საუბრის მოსმენას, განმარტოება გირჩევნიათ. მეგობრებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გაქვთ, რაც შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიას გაძლევთ. იშვიათად ხართ მოწყენილი.


4. რეალური, გაწონასწორებული, ჰარმონიული
უბრალოებასა და სიმარტივეს აფასებთ. ადამიანები თქვენ გვერდით თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ, ვინაიდან მყარად დგახართ მიწაზე და თქვენზე დაყრდნობა შეიძლება. რბილი და გულითადი ადამიანის სახელი გაქვთ. ტანსაცმელსაც ისეთს არჩევთ, როგორიც თავად ხართ - პრაქტიკულსა და ელეგანტურს.  


5. პრაგმატული პროფესიონალი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული
ცხოვრებას აკონტროლებთ და იღბლის იმედზე არ ხართ. პრობლემებს მარტივად წყვეტთ და ზედმეტ სირთულეებს გაურბიხართ. ცხოვრებას რეალისტურად უყურებთ. სამუშაოზე გენდობიან და საპასუხისმგებლო დავალებებს გაძლევენ. საქმე ყოველთვის მიგყავთ ბოლომდე.


6. მშვიდობისმოყვარე, მსუბუქი, აზრიანი
ურთიერთობებში დაკვირვებული და მსუბუქი ხართ. მეგობრებს ადვილად პოულობთ, თუმცა დროდადრო მარტოობა და დამოუკიდებლობა გიყვართ, რათა იფიქროთ ცხოვრების აზრზე. თქვენ სივრცე გესაჭიროებათ. აფასებთ იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.


7. საკუთარ ძალებში დარწმუნებული, რომლის ნდობაც შეიძლება
თქვენი მყისიერი გრძნობა ნამდვილი ფასეულობების გარჩევაში გეხმარებათ. გარშემო მარგალიტებს იკრებთ, რომლებიც სხვებმა ვერ შეამჩნიეს. თქვენს ცხოვრებაში კულტურა განსაკუთრებულ როლს თამაშობს. საკუთარი სტილი გაქვთ - ექსკლუზიური და ელეგანტური.


8. რომანტიკული, მეოცნებე, ემოციური. ძალიან მგრძნობიარე ხართ
საგნებს მხოლოდ რაციონალური კუთხით არ უყურებთ. თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შეგრძნებებს. თქვენთვის ოცნება აუცილებელია. არ გაინტერესებენ ადამიანები, რომლებიც უარყოფენ რომანტიზმს და მხოლოდ საღ აზრს ეყრდნობიან.


9. დინამიკური, აქტიური, ექსტრავერტი
თქვენ გიყვართ რისკი და ძლიერი ვალდებულებები, რომლებსაც საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაო გთავაზობთ. რუტინა თქვენს პარალიზებას იწვევს. მოვლენებში მთავარი როლების შესრულება გსურთ. ინიციატივას ხშირად იჩენთ.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

6 ნივთი, რომელიც ხელს უშლის კეთილდღეობას - როგორც სახლში, ასევე კომპანიების ოფისებში!

თავისთავად ნეგატიური და პოზიტიური ნივთი არ არსებობს, მაგრამ არასწორად განლაგებით, როგორც ფენ-შუი განმარტავს, ნივთებმა შესაძლოა კეთილდღეობას, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას...  
ამბები

 „სმარტი“ ზუგდიდში მეორე სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტი „სმარტი“ რეგიონულ განვითარებას განაგრძობს და ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ #89-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის.