რაზე მოგვითხრობს თქვენი ტანსაცმლის ფერი?

FUN-ტესტი

30 მაისი 13:00, 2018 წელი

ამბობენ, რომ ადამიანი ინტუიციურად თავისი პიროვნების მსგავსი ენერგეტიკის ფერის ირჩევს... 

 შავი


არაერთგვაროვანი და იდუმალი ფერი. მას ადამიანები თავიანთი სისუსტის დასაფარავად იყენებენ. ამგვარ ადამიანებს ვითარების დრამატიზება სჩვევიათ და დეპრესიისკენ აქვთ მიდრეკილება. მაგრამ თუკი ვინმე მათ ვნებიან ბუნებას გამოაღვიძებს, ისინი ბევრ რამეს შეძლებენ.


თეთრი


განრიდების ფერია. თეთრი ფერის მოყვარულისთვის რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, მას მისი გასვრის ეშინია. ყოველთვის ცდილობს, საუკეთესოდ გამოიყურებოდეს. იშვიათად თანაუგრძნობს სხვის გაჭირვებას. ადამიანებთან თავი ცივად და განყენებულად უჭირავს. ისინი ყოველთვის ელეგანტურები არიან და დამოუკიდებლობას მიელტვიან. ისინი ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ.


მწვანე


ღია და კეთილი ადამიანები. პირველსავე დაძახილზე საშველად მოდიან. მათ ნდობას ხშირად ბოროტად იყენებენ. მათ არ სჯერათ ღალატის და ადამიანებს აიდეალებენ. ყოველ ვითარებაში დადებით მომენტებს ეძებენ და იშვიათად არიან ცუდ გუნებაზე.


ლურჯი


მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები. არ უყვართ  აჩქარება და გაწონასწორებულ მოქმედებას ამჯობინებენ. მათ კარგი საქმიანი ჩვევები აქვთ და  კარიერაში წარმატებულები არიან. მოლაპარაკებებზე თავს კარგი კუთხით აჩვენებენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში სიახლეები არ უყვართ.


ვარდისფერი


რას ამბობს ვარდისფერი ტანსაცმელი მის მფლობელზე? ის მეოცნებე და რომანტიკულია. ხშირად თავის საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და ყველანაირად გაურბის რეალობას. მათ ღია და სპეტაკი ურთიერთობები სურთ. ისინი მზად არიან, საყვარელ ადამიანს მთელი თავისი სინაზე უძღვნან.


წითელი


მას ვნებიანი და ემოციური ადამიანები ირჩევენ. ისინი წვრილმანზეც ადვილად აპილპილდებიან. უყვართ ფუფუნება და გარეშეთა ყურადღება. დიდი ნებისყოფა აქვთ და ოცნების ასასრულებლად ბევრ რამეზე წამსვლელებიც არიან.


ყვითელი


ყვითელი ფერის მოყვარულებს სამყაროს გაუმჯობესება სურთ. ისინი ვერ იტანენ უსამართლობასა და სისასტიკეს. მათგან დადებითი ენერგია მოჩქეფს, რომელსაც ისინი გარეშე ადამიანებს უშურველად უყოფენ. ნებისმიერი წვეულების სული და გული არიან და მტრები არ ჰყავთ.


იასამნისფერი


შემოქმედებითი ადამიანები. უყვართ მოქმედების თავისუფლება და არ უყვართ, როცა ჩარჩოებში ამწყვდევენ. ყოველ წუთს მათ თავში ასობით იდეა გაიელვებს. თავგადასავლების სიყვარული ერთ ადგილას გაჩერების საშუალებას არ აძლევთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.