„თქვენ სულ უფრო მგრძნობიარე ხდებით. შეეცადეთ მკაცრ ურთიერთობებს, ვითარებებსა და ქიმიურ ნაერთებს თავი დააღწიოთ“
თქვენი მოქმედებები, სურვილები და აზრები უნდა გაწმინდოთ. ეძიეთ სიწმინდე გარე სამყაროში. თუკი სხეული გაფრთხილებთ, გარკვეული საგნებისგან თავი დაიზღვიეთ. გაუფრთხილდით სხეულს და ის დიდხანს გემსახურებათ.
„განსაზღვრეთ დასვენებისა და განსჯის დროები“
ჩაისუნთქეთ და განთავისუფლდით სიტყვების, გეგმებისა და საზრუნავისგან. ახლა სიჩუმესა და მარტოობაში ყოფნის დროა. რაიმე გადაწყვეტილებებს ახლა ნუ მიიღებთ. დაე, თქვენმა გონმა დაისვენოს.
„გარისკე და ჭეშმარიტი სურვილი მოქმედებაში მოიყვანე!“
გაუბედაობა - ეს სულის ვნებისთვის სიკვდილის ტოლფასია. ნუ შეგეშინდებათ არასწორად მიღებული გადაწყვეტილების. ამის მაგივრად იდარდეთ იმაზე, რომ არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებთ. გამონახეთ ლოცვის, მედიტაციის, ბუნებაში სეირნობის დრო და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.
სამყაროს ენერგია ამის შემდეგ თქვენს გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს და კარსაც შეგიღებთ. სამყარო ყველაფერში მხარს დაგიჭერთ.