მელა
თუკი თავიდან მელა დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტათი მარტოსული ხართ, მელაც ხომ მარტოობას არჩევს. ის თავის ინსტინქტს ენდობა და იცის, რომ გადასარჩენად სხვათა დახმარება არ ესაჭიროება.
ურთიერთობის დამყარებისას თქვენდა უნებურად გეძნელებათ მარტოობის მიტოვება. თქვენ თვითშეფასება განავითარეთ, თავდაჯერებული ადამიანი ხართ და სხვებთან შეხების წერტილების პოვნა გიჭირთ.
ყოველთვის ვერ ახერხებთ საჭირო პირადი სივრცის შემოფარგვლას. უნდა იცოდეთ, რომ ურთიერთობა გალიას არ უნდა დაემსგავსოს. თქვენ უნდა შეძლოთ პარტნიორთან აზრების გაზიარება და იმავდროულად ფიქრებთან განმარტოების საშუალებაც უნდა გამონახოთ.
ბოცვერი
თუკი თავიდან ბოცვერი დაინახეთ, მაშინ ისეთი ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც თავისი ჩვევების დემონსტრირება უყვარს. თქვენ მიდიხართ და გზად სიყვარულს ტოვებთ. თქვენ სწრაფად შეყვარება შეგიძლიათ.
გქონდეთ ღია გული და საკუთარ გრძნობებთან ჰარმონიაში იყოთ, ეს თქვენი უდიდესი მონაპოვარია... მაგრამ ამავდროულად პრობლემაცაა! თქვენ გჯერათ, რომ სიყვარულით ცხოვრება შეიძლება. სანამ სიყვარულით ხართ აღვსილი, წინ მოძრაობა შეგიძლიათ!
რა თქმა უნდა, სიყვარული ძალას გმატებთ, მაგრამ, თუკი თქვენი ცხოვრების ერთადერთი საყრდენი სიყვარულია, მაშინ, დიდი ალბათობით, გულის გატეხა გელით. თქვენ უნდა გაძლიერდეთ, მეტი თავდაჯერებულობა გმართებთ და მთავარი - სიყვარული ცხოვრების მხოლოდ ნაწილია.