თუ კბილები კვადრატული ფორმისაა...
წყნარი ადამიანი ხართ, არ მოგწონთ ხალხმრავალი და ხმაურიანი ადგილები, აქტიურ დასვენებას არასდროს მიმართავთ. პრობლემებს ობიექტურად უდგებით, რთულ სიტუაციებშიც ცივი გონებით მსჯელობთ და აკონტროლებთ თქვენს ემოციებს.
თუ კბილები ოვალურია...
მორიდებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი ხართ. ადამიანების შეწუხება გერიდებათ, იშვიათად მიმართავთ მათ თხოვნით. არტისტული ნიჭით ხართ დაჯილდოებული. არაჩვეულებრივი ორგანიზატორი იქნებით, თუ სიმორცხვეს დაძლევთ.
თუ კბილები სამკუთხედის ფორმისაა...
შინაგანად თავისუფალი ხართ, ვერავინ მოგაქცევთ ჩარჩოებში და ვერ გაბატონდება თქვენზე. გიყვართ თქვენი სამსახური და კარიერულ კიბეზე სწრაფად ადიხართ. ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებთ. ენერგიის დანაკლისს არასდროს განიცდით.
თუ კბილები მართკუთხედის ფორმისაა...
თქვენს აზრზე ყოველთვის მყარად დგახართ, საკუთარი პრინციპების ერთგული ხართ. ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს კარგად ართმევთ თავს, რადგან პრაქტიკულობა გახასიათებთ.