თუ თქვენ 1-ლი სურათი აირჩიეთ...
ძლიერი ბუნებრივი ენერგია გაქვთ, თუმცა გაღიზიანებულიც ხშირად ხართ ხოლმე. იმდენად გაშფოთებთ ოჯახსა და სამსახურზე ფიქრიც კი, რომ ერთხელაც შეიძლება, ყოველდღიური პრობლემებისგან „გადაიწვათ“. ამ ეტაპზე თქვენს ბიოველს აქვს ძალა, გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს, თუმცა მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენი ენერგია ნეგატივით არ დამუხტოთ. უმჯობესია, ჰარმონია და ბალანსი მცენარეებსა და ცხოველებზე ზრუნვით დაიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპათია გემუქრებათ.
თუ თქვენ უპირატესობა მე-2 სურათს მიანიჭეთ...
არაფერზე იფიქროთ - თქვენ ძალიან ძლიერი და პოზიტიური ენერგია გაქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებთ, ყველაფერი წარმატებით დასრულდება. თქვენი ბიოველი კარგად არის დაცული. ყურადღება მიაქციეთ ფსიქოლოგიურ ასპექტებს, მაგალითად, ნაკლებად თავდაჯერებული ხართ. თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, შინაგანად დაიჯერეთ ეს და ხშირად იმეორეთ, რომ წარმატება თქვენი ცხოვრების თანამგზავრია.
თუ თქვენ მე-3 სურათი აირჩიეთ...
ბედნიერ ადამიანად გრძნობთ თავს. ცოტა ხნის წინ ძლიერი დარტყმა გადაიტანეთ და წარმატებით გაართვით თავი პრობლემის აღმოფხვრას. ბოროტი თვალის ადამიანები ხშირად გიქმნიან დაბრკოლებას, მათ თქვენზე ძლიერი ენერგეტიკული ბიოველი აქვთ. იმისთვის, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ ენერგიის სისუსტე, მოგიწევთ თავდაცვითი მეთოდების გამოყენება.
თუ თქვენ არჩევანი მე-4 სურათზე შეაჩერეთ...
ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოთ. თქვენი ბიოველი დასუსტებულია. არსებობენ ენერგეტიკული ვამპირები, რომლებიც თქვენგან დადებით მუხტს იღებენ და გაუძლურებენ. ეს შეიძლება იყოს თქვენ გარშემო მყოფი ნებისმიერი ადამიანი. თუ რომელიმე მათგანთან ურთიერთობა გაბრუებთ, მაშინვე დაასრულეთ მასთან საუბარი. ძალების აღსადგენად ასეთ დროს განმარტოება და თუნდაც რამდენიმე საათით დასვენება ყველაზე კარგი გამოსავალია.