მანქანა
თუ თქვენ მანქანა დაინახეთ, გიყვართ დეტალებზე ყურადღების გამახვილება. აქტიური, მებრძოლი და მოუსვენარი ხართ. თქვენს შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებთ, რადგან ამისთვის მოთმინება არ გყოფნით. ვერც ხელმოცარულად ყოფნას იტანთ. პირად კონტაქტებს თქვენს სასარგებლოდ კარგად იყენებთ.
კაცი ბინოკლით
თუ თქვენ კაცი ბინოკლით ხელში დაინახეთ, ზედაპირულად უდგებით საქმეს. უფრო მეტს საუბრობთ, ვიდრე აკეთებთ. გახასიათებთ დაუდევრობა. არ გიყვართ თავსატეხები. საქმის გასაიოლებლად ფანტაზიას იშველიებთ ხოლმე. თქვენი შესაძლებლობები, ძირითადად, მარტივ საქმეს ჰყოფნის.
ინიციალი „A“
თუ თქვენ „A“ ინიციალი დაინახეთ, გონებაგახსნილი ხართ. საქმეში ხშირად სჯობნით სხვებს. კარგად ახერხებთ ძალების კონცენტრირებას. თითოეულ სიტუაციას აანალიზებთ და საქმეზე მერე გადადიხართ. გიყვართ მმართველობა. არ ემორჩილებით ვითარებას. დიდი შესაძლებლობების პატრონი ხართ.
ორი სხვადასხვა გამოსახულება
თუ თქვენ ერთდროულად ორი სხვადასხვა გამოსახულება შენიშნეთ, კარგად განვითარებული ანალიტიკური გონება გაქვთ. თქვენი შესაძლებლობები თქვენივე ინტელექტის შესაბამისია. არ არსებობს ამოცანა, რომელსაც ვერ გადაწყვეტთ. გიყვართ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.