წაიკითხეთ კითხვები და ჩაინიშნეთ ან დაიმახსოვრეთ ის პასუხები, რაც პირველი მოგივათ აზრად. ნუ იფიქრებთ დიდხანს:
1. ტყეში სეირნობთ ვიღაცასთან ერთად, ვინ არის ის?
2. ტყე ფოთლოვანია თუ წიწვოვანი?
3. ტყიდან გამოსულმა დაინახეთ ცხენი. როგორია თქვენს წარმოდგენაში ეს ცხენი?
4. მიხვედით მდინარესთან. მდინარეს ცხენზე მჯდომარე გადალახავთ, თუ ჩამოქვეითდებით და გაჰყვებით ცხენს?
5. დიდ მინდორზე დაინახეთ კედელი, როგორია ის - მაღლი თუ დაბალი? ძალიან გრძელი თუ მოკლე? აქვს თუ არა კარი?
პასუხები:
1. ადამიანი, რომელიც ტყეში სეირნობის დროს წარმოიდგინეთ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია;
2. თუ ტყე თქვენს წარმოდგენაში წიწვოვანია, ესე იგი, ფიქრობთ, რომ თქვენ ირგვლივ უფრო მეტად არაკეთილგანწყობილი ხალხია. თუ ფოთლოვანი ტყეა, თქვენ კეთილგანწყობილი ხართ ირგვლივმყოფთა მიმართ.
3. თქვენ მიერ წარმოდგენილი ცხენი თქვენთვის საპირისპირო სქესის იდეალია;
4. მდინარეს თუ ცხენზე მჯდომარე გადალახავთ, ეს ნიშნავს, რომ პარტნიორისა და მეგობრების მიმართ ეგოისტური ნატურა ხართ. თუ ცხენს მიჰყვებით, ნიშნავს, რომ მიმნდობი ხართ.
5. კედელი ნიშნავს, როგორ უყურებთ პრობლემებს. თუ კედელი დიდი და გრძელია, პრობლემები დაუძლეველი გგონიათ. თუ კედელი მოკლე და დაბალია, თან კარიც აქვს, პრობლემებს იოლად და ადვილად გადასაწყვეტად მიიჩნევთ.