გაიგეთ თქვენი ხასიათი საყვარელი ხილის მიხედვით (ტესტი)

FUN-ტესტი

24 დეკემბერი 18:00, 2016 წელი
108

ჩვენს ჩვევებსა და პრიორიტეტებს ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენს ძლიერ მხარეებსა თუ სისუსტეებზე...


1. ბანანი
- ის, ვინც ამ ხილს ანიჭებს უპირატესობას, ძალიან რბილები, მგრძნობიარე და თბილი ადამიანები არიან. ესეთი ტიპის ადამიანები ძალიან არათავდაჯერებულები და დაუცველები არიან. ისინი აფასებენ  ადამიანის როგორც გარეგან, ასევე შინაგან მხარესაც.






2. ყურძნის მოყვარულები
 ადვილად ფეთქებადები, ძალიან ქარიზმატული და კომუნიკაბელური პიროვნებები არიან. სულის სიღრმეში ისინი ისევ ბავშვებად რჩებიან, ამიტომ მათ ძალიან  უყვართ პატარ-პატარა სიურპრიზების მოწყობა.





 
3. მარწყვი
- მარწყვის მოყვარული ხალხი ძალიან მხიარულია, მათ ყველასთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. ძალიან ელეგანტურები არიან და უყვართ ლამაზი ნივთები. არასდროს ღიზიანდებიან წვრილმანებზე, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან ეჭვიანები არიან.






4. ვაშლი 
- ვაშლის მოყვარულები ძალიან ექსტრავაგანტურები, გახსნილები იმპულსურები არიან. აქვთ ლიდერის თვისებები. გადაწყვეტილებას იღებენ სწრაფად. ძალიან მომხიბვლელები არიან. უყვართ მოგზაურობა.






5. კივი 
- ამ ხილის მოყვარულები ოპტიმისტები, მხიარულები არიან, თითქმის არასდროს იწყენენ. მათში ყოველთვის ჩქეფს სიცოცხლე. ძალიან თავდაჯერებულები არიან, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექსპერიმენტებზე. მათთან არ მოიწყენ.





6. გრეიფრუტის მოყვარულები
ძალიან კეთილები არიან. მათ არ შეუძლიათ უყურადღებობა, ამიტომ ძალიან ექსტრავაგანტურები არიან. მათ უყვართ თავისუფლება, სიახლეები.






7. მსხლის მოყვარულებს
 ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ. ასეთი ხალხი მერყევია და თითქმის არასდროს მიჰყავს საქმე ბოლომდე. ადვილად ფეთქებადები არიან.






8. ანანასის მოყვარულები
ძალიან პირდაპირები არიან, სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს. არ ეშინიათ ცვლილებების, არიან ორგანიზებულები. ისინი ყოველთვის საკუთარ თავს ენდობიან, ძალიან სამართლიანები და პატიოსნები არიან. ამიტომაც ყოველთვის საიმედო პარტნიორები არიან.






9. ფორთოხლის მოყვარულებს
 ძლიერი ნებისყოფა და მოთმინების უნარი აქვთ. მუშაობენ აუჩქარებლად, არ ეშინიათ მძიმე სამუშაოსი. ძალიან მორიდებულები არიან, ხშირად ხელმძღვანელობენ გრძნობებით. უყვარდებათ მთელი გულით. ძალიან იშვიათად ერთვებიან კონფლიქტში.