აირჩიეთ ფიფქი და გაიგეთ თქვენი ხასიათის თავისებურებები (ტესტი)

FUN-ტესტი

7 იანვარი 18:00
159

თოვლის ფიფქი ახალ წელთან და ცივ ზამთართან ასოცირდება, მაგრამ ის გაცილებით მეტს ნიშნავს – მათი სხვადასხვა მოხაზულობა თქვენს პირად ცხოვრებაზე საინტერესო ინფორმაციას იძლევა.

ამ ექსკლუზიურ ტესტში ფიფქების 10 განსხვავებული მოდელია. თითოეული ადამიანის ხასიათის თავისებურებებს აღწერს.
აირჩიეთ ფიფქის ნომერი, რომელიც მოგეწონათ და შეიტყვეთ მეტი საკუთარ პიროვნებაზე!
რომელი ფიფქი მოგწონთ?


 



ფიფქი 1 – კლასიკური კრისტალი
თუ თქვენ ეს ფორმა აირჩიეთ, ე.ი. აფასებთ ტრადიციებს, ოჯახსა და ცხოვრების პატარა სასიხარულო მომენტებს. მგრძნობიარე, კეთილი და მომთმენი ადამიანი ხართ, იცით საიდუმლოს შენახვა. გიყვართ სიცილი და სხვების გაბედნიერება.


 



ფიფქი 2 – „გამბედავი“

ეს სრული ფორმის გამბედავი ფიფქი იმაზე მეტყველებს, რომ პირდაპირი და უპრობლემო ადამიანი ხართ. არ გიყვართ ჭორები და ინტრიგები. ადამიანები თქვენში სანდო მეგობარს ხედავენ. თბილი და მზრუნველი ხართ და თქვენთან ნებისმიერი ადამიანი დაცულად გრძნობს თავს.


 



ფიფქი 3 – „ელეგანტური“
თუ ამ ფიფქმა მიგიზიდათ, ე.ი. კარგი მანერების ადამიანი ხართ. უზადო გემოვნება გაქვთ, რომელიც თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება. ამაყობთ საკუთარი თავით, აფასებთ უბრალოებას და ხალხმრავალ ადგილებს მყუდრო გარემოს ამჯობინებთ.


 



ფიფქი 4 – „რთული“

დეტალებს უდიდეს ყურადღებას აქცევთ. უამრავ ინფორმაციას ისრუტავთ და უცხო გარემოში სწრაფად ითვისებთ სიახლეებს. პირად ცხოვრებაში ინტრიგები და მრავალფეროვნება გიყვართ. ადვილად ამყარებთ ურთიერთობებს.


 



ფიფქი 5 – „სასარგებლო“
შესაძლოა, სოციალურ სიტუაციებში თავშეკავებული და მორცხვი იყოთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საკუთარ მოსაზრებას თავდაჯერებულად აფიქსირებთ. ძლიერი პიროვნება ხართ და ზომიერად აკეთებთ ყველაფერს.


 



ფიფქი 6 – „ექსცენტრიკული“
გამბედავი, ძლიერი და გამორჩეული. არ გიყვართ მორჩილება. სრულიად განსხვავდებით სხვებისგან. ცალსახად, უნიკალური პიროვნება ხართ!



 



ფიფქი 7 – „თვითმყოფადი“
აფასებთ შრომას და მოცემული დავალების შესრულებით თვითმყოფადი ხდებით. შეგიძლიათ კონსტრუქციული კრიტიკის მიღება და თავადაც აკრიტიკებთ სხვებს.


 



ფიფქი 8 – „მოთამაშე“
გიყვართ თამაში, საკუთარ თავს სერიოზულად არ აღიქვამთ, თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა ძალზე რთული საქმეა. თქვენთვის უმნიშვნელოვანესია დასვენება და ყოველდღიური წვრილმანებით ტკბობა.


 




ფიფქი 9 – „გეომეტრიული“

ორგანიზებული და პრაქტიკული ადამიანი ხართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გართობა არ გიყვართ. მუდამ მზად ხართ, ინტელექტის გამოცდაში მიიღოთ მონაწილეობა. მრავალმხრივ რეჟიმში მუშაობა თქვენსავით სხვას არავის შეუძლია. ლიდერი ხართ და ყველაფერში სწრაფად მიიწევთ წინ.


 



ფიფქი 10 – „ორმაგი“
მრავალმხრივი გემოვნება, ინტერესები და შესაძლებლობები გაქვთ. ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, კარგად გამოგდით. ხანდახან მეგობრებთან ერთად წვეულებებზე დადიხართ, ხანდახან კი განმარტოებას ამჯობინებთ ტელევიზორთან - ხასიათის მიხედვით.