როგორც hotscore.com-ის შემქმნელები აცხადებენ, ეს არის ცოცხალი ანგარიშების ინოვაციური ვებგვერდი, რომელზეც გაერთიანებულია სპორტული ინფორმაცია, დინამიური განახლებადი ანგარიშები და გასართობი ფუნქციები. hotscore.com--ის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერი სპორტული მოვლენის შესახებ. ამასთან, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ერთ სივრცეში ნახოს მისთვის სასურველი ნებისმიერი სპორტული ინფორმაცია: მატჩების საუკეთესო მომენტების ვიდეოები, სიახლეები ნებისმიერი სპორტული მოვლენის შესახებ. ასევე, მომავალი მატჩების პროგნოზები და გუნდების სავარაუდო შემადგენლობები მატჩამდე 1 დღით ადრე.
”Hotscore.com – ეს არის ინოვაცია ქართული ბაზრისთვის. ამასთან, პროექტი გლობალურია და ის ხელმისაწვდომია სამ ენაზე: ინგლისურად, რუსულად და ქართულად. აღსანიშნავია, რომ პირველად მიეცემა ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა, ქართულ ენაზე მიიღოს ინფორმაცია სასურველი სპორტული ანგარიშების, სტატისტიკებისა და სხვა სიახლეების შესახებ… თუმცა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ვგეგმავთ, საიტი შემდგომ ეტაპზე სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ, ამისთვის დაიწყება მარკეტინგული კომუნიკაციები”, – განაცხადა hotscore.com- ის მარკეტინგის მენეჯერმა სანდრო ხასიამ.