განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია

ამბები

25 იანვარი 14:24

განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2019-2020 სასწავლო წლისთვის სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.

განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.


განათლების საერთაშორისო ცენტრში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ: ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ჭელიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ლევან ხარატიშვილი, იტალიის საელჩოს ატაშე განათლების საკითხებში - ფედერიკა ბოსი, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - პიერ კლუე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი - მაგდა მაღრაძე, სან-დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი - ჰალილ გუვენი, ასევე იტალიის, საფრანგეთის, აშშ-სა და უნგრეთისა საელჩოს წარმომადგენლები, ცენტრის სტიპენდიატები და მედიის წარმომადგენლები.


განათლების საერთაშორისო ცენტრმა კონკურსი შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე გამოაცხადა:


• ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020


• ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020


• ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან, აშშ-ში


ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020 - პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე.


სასტიპენდიო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წელს გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.


ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020 - ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. თითოეული სტუდენტის სტიპენდია ერთობლივად დაფინანსდება, საქართველოს მხრიდან სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და იტალიის მხრიდან - თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ. სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურის და იტალიაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ. ქართულ-იტალიური სასტიპენდიო პროგრამა - იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსა და ცენტრს შორის 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წელს პირველად განხორციელდება.


ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან, აშშ-ში - კიდევ ერთი ახალი სასტიპენდიო სქემაა, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს, პროგრამა ცენტრს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება და 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.


პროგრამის ფარგლებში ცენტრი უზრუნველყოფს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეების სწავლის დაფინანსებას, ერთი წლის მანძილზე 10 000 აშშ დოლარით. თავის მხრივ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ბიოქიმიის ფაკულტეტი უზრუნველყოფს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს სწავლებასთან დაკავშირებული დასაქმებით, სამაგისტრო პროგრამებზე ნახევარ განაკვეთზე 16 050 აშშ დოლარის ანაზღაურებით და 20 004 აშშ დოლარის ანაზღაურებით სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ერთი აკადემიური წლის მანძილზე.


სამივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება 28 იანვარს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.


განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს. სასტიპენდიო სქემებთან ერთად ცენტრი ახორციელებს საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამასაც.

იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ქალებისთვის მიუწვდომელი 12 უსიმპათიურესი მამაკაცი

მათ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს...