9 მეთოდი - როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სადაზღვევო კომპანია

ამბები

7 მარტი 17:30

დაზღვევის საჭიროებაზე და, უფრო მეტიც, მის აუცილებლობაზე 21-ე საუკუნეში დაუსრულებლად შეგვიძლია ვიდებატოთ. ვიდებატოთ რა, შევთანხმდეთ. თუმცა, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია - რომელ დაზღვევის კომპანიაზე შევაჩეროთ არჩევანი...

სად დავეზღვიო?


ხშირად მიხტება ეს კითხვა „ნიუს ფიდში“, ფეისბუქზე.
პასუხები არაერთგვაროვანია:
ვიღაც თავად სადაც მუშაობს, იმ კომპანიას ურჩევს;
სხვებმა სამოგზაურო იაფად გააკეთეს, არ დასჭირდათ და მხოლოდ მომღიმარი მენეჯერის ხათრით იძლევიან რჩევებს;
ზოგმა არ იცის, მაგრამ პირველი რაც ახსენდება, ვთქვათ - ჯიპიაის ან ალდაგს ურჩევს, ძალიან ბრძენი სახით.


მოდით, ნუ ავყვებით ხმებს და პრაგმატულად მივიღოთ გადაწყვეტილება:

საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის კომპანია დგას და ა.შ.


არსებობის ისტორია ბაზარზე - რაც მეტი, მით უკეთესი. სოკოებივით გუშინ ამოსული სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც დაბალ ფასს გვთავაზობენ, რა თქმა უნდა, მომხიბვლელი და კარგია, მაგრამ ვერ გაიგებ მათ გამოცდილებას, ვერ ენდობი, მართლა ხარისხიანია მომსახურება ან თუნდაც თუ რამე შემემთხვა და დამჭირდა დაზღვევა მართლა ამინაზღაურებს? რა გარანტია გვაქვს?


კმაყოფილი მომხმარებლები - ამ შემთხვევაში, არსებობის ისტორიის საპირწონეა ის ფაქტორიც, ვის უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, მრავალწლიანი, ა.შ. მთლად ფეისბუქის რივიუებსაც ნუ ვენდობით, უფრო მნიშვნელოვანია რეალური და კომპანიაში „დიდი სტაჟის“ მქონე მომხმარებლები;


აქციების რაოდენობა - კარგი კომპანიები მუდმივად ზრუნავენ მომხმარებლებზე და მათ ბევრ, კარგ პირობას სთავაზობენ, მაგალითად - სოციალური პასუხისმგებლობა, დამატებითი ბენეფიტები, ა.შ.;


სისწრაფე - რამდენად ბევრი რამ შეგვიძლია ონლაინ რეჟიმში, მაგალითად სამოგზაურო დაზღვევის საყიდლად სახლიდან გასვლა რომ არ გიწევს, ავტოზე ონლიან რომ აგვარებ რაღაცებს და ა.შ.;


პროდუქტების მრავალფეროვნება - ესეც კომპანიის სიდიდეზე, მონდომებაზე, გამოცდილებაზე და ბევრ სხვა კარგ რამეზე მიუთითებს;


კარგი პროვაიდერი კლინიკები - ჯანმრთელობის დაზღვევისთვის ეს მნიშვნელოვანია, ძალზედ თან, მე კურაციო მაქვს კარგად დაცდილი, ზოგს სხვა კლინიკები და ასე შემდეგ...


მომსახურება - ანაზღაურების მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორი სახით, როგორი თავაზიანობით თუ პროფესიონალიზმით - ეგეც ცალკე თემაა, ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ


მოკლედ, მე ჩემი გირჩიეთ, ისღა დაგრჩენიათ - აიღოთ კალამი და ფუცელი, ან გახსნათ ვორდი ან ექსელი და დაიწყოთ შედარება.


წარმატებული კვლევა მისურვებია!


დაზღვევის გაფორმება ძალიან მარტივია - სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, სადაზღვევო პოლისი ხელში დაიჭიროთ.
თუმცა, სანამ დაეზღვევით, კარგი იქნება, თუ ეს სფერო იდუმალებით მოცული არ დარჩება თქვენთვის და რამდენიმე დეტალში გაერკვევით.

იხილეთ სრულად სტატია

იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ქალებისთვის მიუწვდომელი 12 უსიმპათიურესი მამაკაცი

მათ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს...