„ვისოლ ჯგუფმა“ ბათუმში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გახსნა

ამბები

7 მაისი 13:23

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ ბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ოდისეი დიმიტრაიდის ქ. #5-ში მორიგ სუპერმარკეტს ხსნის.

ახალგახსნილ „სმარტში“ 35-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთათვისაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების მომსახურების უახლესი სტანდარტით შეთავაზება უპირველესი საზრუნავია. „სმარტის“  ახალი სუპერმარკეტის გახსნას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრო.

დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 7 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით ახალგახსნილ „სმარტთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე 30 ლარის ღირებულების ნებისმიერი ტიპის საწვავის შეძენისას მომხმარებელი „სმარტის“ ახალ ობიექტზე საჩუქრად მიიღებს ენერგეტიკულ სასმელს - „XL-ს“ და „სნიკერსს“. სასაჩუქრე ვაუჩერების განაღდება 20 მაისამდეა შესაძლებელი.

 „სმარტი“ ახალი ფორმატით განვითარებას განაგრძობს და მოხარული ვართ, რომ აჭარის რეგიონში, ახალსოფლის ობიექტის შემდგომ,  სუპერმარკეტის გახსნის შესაძლებლობა ბათუმშიც მოგვეცა. ბათუმში „სმარტის“ გახსნით არა მხოლოდ კიდევ უფრო კომფორტული გახდა „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად მგზავრობა, არამედ ტურისტების გაზრდილი ნაკადისთვისაც განსაკუთრებულად მოსახერხებელია რკინიგზის სადგურთან თანამედროვე სუპერმარკეტისა და იქვე გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმითა და ფუნთუშეულით მიმზიდველი „სმარტ“ კაფის არსებობა“, - აცხადებენ „სმარტში“.

მორიგი „სმარტი“ ბათუმში ახალი ფორმატის სუპერმარკეტია, სადაც საკუთარი იმპორტის ევროპული თუ ამერიკული პროდუქტებისა და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის 5000-მდე სახეობაა წარმოდგენილი. იქვე მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს, იტალიურ  ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად, სულ სხვა გემო აქვს.

„სმარტი“ ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში გააგრძელებს და უახლოეს მომავალში „სმარტის“ სუპერმარკეტი ავტობანზე, სოფელ არგვეთასთან განთავსდება.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კარტოფილი ბადრიჯნით - არასტანდარტული და გემრიელი

შემწვარი კარტოფილისა და ბადრიჯნის ეს ვარიაცია გემოთი საოცრად ჰგავს სოკოს.
დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?