ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ამბები

19 მაისი 23:45, 2019 წელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.

უცვლელად გთავაზობთ თამარ ჟვანიას განცხადებას:  

„მინდა ძალიან მოკლე განმარტება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც ამ წუთებში ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიის საშუალებით, - ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში, 86-ე საარჩევნო უბნიდან პირდაპირ გადაიცემოდა რეპორტაჟი, როდესაც წარმომადგენელმა დამირეკა უბნიდან განმარტების გასაკეთებლად, ჟურნალისტის ქმედება ჯდებოდა თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პროცედურაში და რატომ ხდებოდა უბნიდან ჟურნალისტის გაძევება. სამწუხაროდ მე არ მომეცა საშუალება აღნიშნულ ფაქტზე გამეკეთებინა სამართლებრივი განმარტება, ამიტომ მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო ყველას, - შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მის საქმიანობაში ხდება ასეთი ტიპის უხეში ჩარევა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დათვალოს ხმები.

 

ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი. დაუშვებელია ინტერვიუს აღება და კომენტარების გაკეთება კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში. ინტერვიუს აღებას აქვს თავისი დადგენილი წესი და ნებისმიერ პირს მიეცემა საშუალება უბნის გარეთ მიიღოს შესაბამისი პასუხები.

ჩვენ, სამწუხაროდ ვნახეთ ჟურნალისტის მცდელობა, რომ აეღო ინტერვიუ, რაც მეორეს მხრივ უკვე გადადიოდა ხმის დათვლის პროცესის ხელის შეშლის მცდელობაში. რაც შეეხება უბნის დატოვების ფაქტს, კომისია კომისიურად (კოლეგიურად) იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის მიმართ, რომელიც უბანს მუშაობაში უშლის ხელს, რომ დაატოვებინოს კენჭისყრის შენობა. ამ შემთხვევაში ჩვენ, სამწუხაროდ საჯაროდ ვიხილეთ ის, რომ ჟურნალისტმა შეიძლება ნებსით ან უნებლიეთ დაარღვიოს გადაღების დადგენილი წესი და მის უფლებამოსილებას გადააჭარბოს, შესაბამისად დაარღვიოს კანონი.  

 

მე მინდა მივმართო  თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიას და ვთხოვო, ხელი შეუწყონ კანონით დადგენილ ფარგლებში თითოეულ ჩართულ მხარეს, ეს იქნება ჟურნალისტი, დამკვირვებელი, თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, რათა მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეძლონ ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მოხდება უფლებამოსილების გადამეტება არსებობს კანონით განსაზღვრული ზომები.

ვთხოვ ჟურნალიტებს და ყველა მედიის წარმომადგენელს, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს,  ნუ გაცდებიან საკუთარ უფლებამოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში რათა კომისიამ ზუსტად ასახოს ამომრჩევლის ნება, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაცია ემსხურება ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრაცია მოწოდებულია რომ მათი ხმა ზუსტად იყოს ასახული შედეგებში. მინდა ყველას ვუსურვო წარმატება და ყველას ვთხოვო ვიმოქმედოთ კანონის პატივისცემით და ამომრჩევლის ნებას არ შევუშალოთ ხელი.

დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.