განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

ამბები

5 აგვისტო 15:10

5 აგვისტოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ამავე ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. 

ხელშეკრულების თანახმად, ცენტრი ასოციაციას გადასცემს საგრანტო თანხას მცირე საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად.


მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებისა და   წევრთა პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ასოციაციის წევრებს  შესაძლებლობა მიეცემათ, განახორციელონ სხვადასხვა ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტები ამ პროგრამით განსაზღვრულ თემატიკაზე, ასოციაციის მიერ კონკურსის წესით გაცემული გრანტებითა და სხვა თანადაფინანსებით.


მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ასოციაციის წევრებს (წევრთა ჯგუფებს), რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, დაასრულეს სწავლა და გახდნენ ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები. თუმცა პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლებელია როგორც ასოციაციის არაწევრი პირების, ისე ცენტრის იმ სტიპენდიატების ჩართვა, რომელთაც ჯერ სწავლა არ დაუსრულებიათ.


მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებებია:



  • რეგიონული განვითარება

  • ინოვაციების ხელშეწყობა

  • განათლება

  • ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები

  • ჯანდაცვა

  • კონფლიქტები

  • გარემოს დაცვა


თითოეულ პროექტზე დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 25,000 ლარს (თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში), ან 15 000 ლარს (თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში). აპლიკაციების მიღება შესაძლებელი იქნება 2019 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. წარმოდგენილ პროექტებს პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისია შეაფასებს.


განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მისიაა სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ხელშეწყობა კურსდამთავრებულთა ჩართულობით, გამოცდილების გაზიარების, ინსტიტუტების განვითარების, პრიორიტეტული პროექტების განხორციელების, კავშირების დამყარებისა და გაძლიერების გზით. ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება, ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.


 

იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.