„მოხალისე მასწავლებელი“ - პროექტი, რომლის დახმარებით ბავშვები გახანგრძლივებულ არდადეგებს საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებენ

ამბები

2 აპრილი 20:31

„მოხალისე მასწავლებელი“ - გიმნაზია „შავნაბადას“ ინიცირებული პროექტია, რომლის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ მოიძებნება.

პროექტის მიზანი საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასკოლო საზოგადოების გაერთიანება და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომი უფასო ონლაინ განათლების შესაძლებლობის მიცემაა.


• ვინ არის “მოხალისე მასწავლებელი?“


ადამიანი, რომელიც მზად არის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით თავისი ცოდნა და გამოცდილება უსასყიდლოდ გაუზიაროს მომავალ თაობას.


• ვის შეუძლია გახდეს "მოხალისე მასწავლებელი?"


საქართველოს მასშტაბით არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, ლექტორებს...


• როგორ ჩაერთვებიან მოსწავლეები პროგრამაში?


„მოხალისე მასწავლებლის" პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. ამისთვის საჭიროა, მოსწავლე დარეგისტრირდეს და აირჩიოს სასურველი პროგრამა.


• რამდენ ხანს გაგრძელდება პროექტი?


პროექტი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში სამომავლო გეგმებსაც განვიხილავთ.


„მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შეჩერდა ჩვეული ფორმით სასწავლო პროცესი და 16 მარტიდან დავიწყეთ დისტანციური სწავლება, ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ბევრი მოსწავლისთვის სწავლის ახალი ფორმა ხელმიუწვდომელი იყო. ყველა სკოლამ ერთიანად ვერ აუღო ალღო ახალ გამოწვევბს (ეს ყველაზე ნაკლებად კერძო სკოლებს შეეხეოთ).  ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური პედაგოგები უფრო ართმევდნენ თავს პროცესებს, ვიდრე სისტემები. ამიტომ, გიმნაზია „შავნაბადას“ გუნდმა გადავწყვიტეთ, ამ რთულ პერიოდში მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე არ უნდა გვეზრუნა და დავიწყეთ მოხალისეობრივი საქმიანობა. ჩვენი სკოლის 20-მდე მასწავლებლის ინიციატივას, ქვეყნის მასშტაბით, ბევრი ძალიან კარგი პედაგოგი შემოუერთდა და ასე გაჩნდა პროექტი „მოხალისე მასწავლებელი“. უკვე პირველი გაკვეთილებიც ჩატარდა და დღითიდღე უფრო მეტი მასწავლებელი გამოთქვამს სურვილს თავის ცოდნა უსასყიდლოდ გადასცეს მოსწავლეებს და თავის მხრივ, მოსწავლეებიც აქტიურობენ. უახლოეს პერიოდში მოხალისე მასწავლებელს ექნება თავის ვებგვერდი (ამჟამად გიმნაზია „შავნაბადას“ გვერდს ვიყენებთ) და ვვარაუდობთ, პროექტი სასწავლო პროცესის ჩვეულ რიტმში დაბრუნებამდე ბევრი მოსწავლის ინტერესების გაღვიძებას და დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს,“ - აცხადებს გიმნაზია „შავნაბადას" დირექტორი, პროექტის თანაავტორი ავთო აბდუშელიშვილი.


https://www.facebook.com/mokhalisemastsavlebeli/


 


 

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.