შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

ამბები

8 აპრილი 19:03

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.

 

ერთ-ერთი ასეთი სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი გახლავთ. მათ, ვინც 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 2 კვირა თვითიზოლაციაში დაჰყოფს, ნამდვილად გაუმართლათ. კომფორტისა და ძველი თბილისის ხედებით ტკბობისას დრო ალბათ მალე გადის და, შესაბამისად, თვითიზოლაციაც უფრო მარტივი ხდება. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, „შერატონ გრანდი“ თავის სტუმრებს სხვადასხვა სიურპრიზებით ანებივრებს.


გუშინ, ჩვეული ვახშმის მოლოდინში, სტუმრებს სპეციალურად მათთვის მოწვეულმა ცნობილმა შეფ-მზარეულმა, გურამ ბაღდოშვილმა, სასტუმროს ხმოვანი სისტემის საშუალებით მიმართა, ამცნო, რომ მათ ვახშამს სწორედ ის მოუმზადებდა და სტუმრებს ჯანმრთელობა უსურვა.


„მე მჯერა, რომ გემრიელი კერძი კარგი განწყობის გარანტი ნამდვილად არის, ყველას ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ“, აღნიშნა გურამ ბაღდოშვილმა.


შეფ-მზარეულმა ვახშამი თავისი იმპროვიზაციით მოამზადა და დამსახურებული კომპლიმენტებიც დისტანციურად მიიღო.


როგორც ჩანს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კარანტინის პირობებშიც კი ახერხებს იზრუნოს სტუმრების განწყობაზე და ნამდვილად იყოს მსოფლიოს თავშეყრის ადგილი.

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.